რისგან შედგება სინანულის პროცესი?

„სულის განსვლის ჟამს ისე არაფერს მოგვკითხავენ, როგორც იმას, რომ გამუდმებით არ ვიგლოვდით საკუთარ ცოდვებს. გლოვას კი ორმაგი ძალა აქვს – იგი შემუსრავს ცოდვას და ბადებს სიმდაბლეს.“
რისგან შედგება სინანულის პროცესი?
ჯერ გონებით ვაცნობიერებთ, რომ ღვთის მცნებები დავარღვიეთ, შემდგომ შენდობას ვთხოვთ ღმერთსა და ადამიანს, თუ ცოდვა ამ უკანასკნელის წინაშე ჩადენილ დანაშაულს უკავშირდება. მაგრამ ეს კიდევ არ არის სინანული. გვამრთებს, საკუთარი ცოდვის აღიარებას დავურთოთ შრომაც – სინაულის ლოცვები. ფიზიკურად ჯანმრთელთათვის შეიძლება მუხლმოდრეკა, მარხვა, თავშეკავება და ა.შ.
მაგრამ ეს კიდევ არ არის სინანულის სისავსის სრულად მიმანიშნებელი. შეიძლება ამ ყოველივეს შესრულება შეუნანებლად, ღმერთთან შერიგების, მისგან შენდობის მიღების, გულში სულიწმიდისა და მისი მადლის სისავსის დაბრუნების გარეშე.
ჭეშმარიტი სინანული გულის სიღრმეში იბადება. უნდა გაჩნდეს სირცხვილის განცდა ჩადენილი ცოდვისთვის, ჭუჭყის შეგრძნება საკუთარ სულიერ სამოსელზე, ზიზღი ცოდვისკენ მიდრეკილებისადმი, რაც სულს ამაზრზენი უწმინდურებითა და აუტანელი სიმყრალით ბილწავს.
აი, როდესაც სული დაგვიმძიმდება ამ სიმყრალისა და უწმინდურებისაგან, მაშინ შევიძულებთ თავს საკუთარი სულიერი სიმახინჯისთვის; როდესაც ფიქრებით დავემხობით ღვთის წინაშე, გავიწვდენთ მისკენ ხელებს და შევთხოვთ შენდობასა და შემწეობას, მაშინ, ბევრი სილუანის გამონათქვამის თანახმად, „ჩავალთ სინანულის ჯოჯოხეთში და ნამდვილად შევიგრძნობთ, რომ ყველა ქმნილებაზე უარესნი ვართ“; მაშინ დაიწყება ჩვენი ნამდვილი სინანული. იგი მუდამ გულის უღრმეს განცდებში ძევს და გარეგნულად არ ვლინდება. https://www.ukmeds.co.uk/viagra-sildenafil

„მიეც სული ჯოჯოხეთს, სიმდიდრეს შეიძენ,“ – ამბობდა ბერი ზაქარიაც წმინდა სამების ლავრიდან.
არსებობს სინანულის ზღვარი? არ არსებობს, როგორც ღირსი მარკოზ მონაზონი ამბობს:
„სიკვდილამდეც რომ ვიღვაწოთ სინანულით, მაინც ვერ აღვასრულებთ, რაც ეგების, რადგან ვერც მაშინ გამოვიღებთ ციური სასუფევლის ტოლფას (ნაყოფს).“

Uncategorized

Leave a reply

− 2 = 2

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>