ეს სინდისის დაჩლუნგებამდე და სულიერ სიკვდილამდე მიგვიყვანს.

არ შეიძლება „თავი დავანებოთ“ სინანულს და სრულად გავსვაროთ ჩვენი სულიერი სამოსი: ეს სინდისის დაჩლუნგებამდე და სულიერ სიკვდილამდე მიგვიყვანს.
და მხოლოდ გულისყურით ცხოვრება და სინანულის საიდუმლოთი ცოდვითი ლაქების ამოშლა შეგვინარჩუნებს სულის სიწმინდეს და მასში ღვთის წმინდა სულის თანამყოფობას.
მამა იოანე ს. წერს: „ცოდვათა ხშირი აღიარება იმისთვის არის საჭირო, რომ შემუსრო, გაშოლტო ცოდვები მათი ღიად გამოცხადებით, რათა უფრო მეტად შეიგრძნო მათდამი ზიზღი“.
როგორც მამა ალექსანდრე ელჩანინოვი წერს: „სულის უგრძნობელობა, გაკერპება, უსიცოცხლობა – მიშვებული და აუღიარებელი ცოდვებიდან მოდის. როგორ შვებას გრძნობს სული, როდესაც მყისვე, სანამ ტკივილი საგრძნობია, აღიარებ ჩადენილ ცოდვას. გადადებული აღსარება უგრძნობლობას ბადებს.
ადამიანი, რომელიც ხშირად ამბობს აღსარებას და სულში ცოდვები არ აქვს ჩარჩენილი, შეუძლებელია, ჯანმრთელი არ იყოს. აღსარება სულის მადლმოსილი განმუხტვაა. ამ გაგებით აღსარების დატვირთვა და, საერთოდ, ეკლესიის მადლმოსილი შემწეობით ცხოვრების მნიშვნელობა უდიდესია. ამიტომ ნუ გადადებ მას. სუსტი რწმენა და ეჭვები დაბრკოლებად არ გვექცეს. უეჭველად თქვი აღსარება, შეინანე საკუთარი მცირედმორწმუნეობა და ორჭოფობა, ასევე უძლურებანი და ცოდვანი…“
მაშასადამე, სინანულის საიდუმლოში მონაწილეობა არ უნდა ხდებოდეს იშვიათად – ერთხელ ხანგრძლივი დროის განმავლობაში, როგორც ალბათ, ფიქრობენ ისინი, ვინც აღსარებაზე წელიწადში ერთხელ ან ცოტა უფრო ხშირად მიდის.

Uncategorized

Leave a reply

+ 21 = 31

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>