ქრისტიანმა უნდა გაიაროს სამი სტადია

როგორც ღირსი სერაფიმე საროველი მიუთითებს, სინანულის პროცესში ქრისტიანმა უნდა გაიაროს სამი სტადია:
პირველია პირადი სინანული – იგი ცოდვის შემჩნევისთანავე დაუყოვნებლივ უნდა გამოვხატოთ უფლის წინაშე.
როგორც გვასწავლის ღირსი სერაფიმე (და ამასვე იმეორებს მამა იოანე ს.), ეს ლოცვითი სინანული (მას შეიძლება ერთვოდეს მუხლმოდრეკა და სხვა გარეგანი გამოვლინებები) უნდა გაგრძელდეს მანამ სანამ ცოდვილი არ შეიგრძნობს თავისი ცოდვის მიტევებას და სულში სულიწმიდის მადლის დაბრუნებას, რისი ნიშანიც ლმობიერების ცრემლი და სულის სიმშვიდე იქნება. მაგრამ ეს კიდევ არ არის სინანულის შრომის მთელი სისავსე.
ადამიანის „ცხოვრების წიგნიდან“ ცოდვა საბოლოოდ წარიხოცება სინანულის საიდუმლოთი ანუ მღვდლის წინაშე ცოდვის აღიარებით. რის დროსაც ადამიანი სირცხვილს გრძნობს; შემდეგ მღვდელმსახური უფლის სახელით საბოლოოდოდ მიუტევებს ცოდვას.
როგორც ეპისკოპოსი თეოფანე დაყუდებული ამბობს: „ცოდვის შეგნება მარტოოდენ გონებით, აღსარებისა და შენდობის გარეშე, მონანულისთვის არ არის საკმარისი.“
ამას მოსდევს უფლის ხორცისა და სისხლის ზიარების საიდუმლო, რომლის მადლიც ერთგვარად განაახლებს ქრისტიანს, შემოსავს ქრისტეთი და ამით ისევ შესძენს ცოდვასთან ბრძოლის ძალას.
აღსარება-სინანულის საიდუმლოს წმინდა მამები უწოდებენ მეორე ნათლობას. ის გვიბრუნებს იმ მადლსა და სიწმინდეს, რაც მიეცა ახალმონათლულს და დაიკარგა ცოდვების გამო.
აღსარება-სინანულის საიდუმლო არის უფლის დიდი წყალობა სუსტი და დაცემისკენ მიდრეკილი კაცთა მოდგმის მიმართ. იგი ყველასთვის ხელმისაწვდომი საშუალებაა, რომელიც სულის გადარჩენისკენ მიუძღვის გამუდმებით შემცოდე ადამიანებს.
მთელი ცხოვრების განმავლობაში ჩვენი სულიერი სამოსი დაუსრულებლად იფარება ცოდვის ლაქებით. მათი შემჩნევა მხოლოდ მაშინ შეიძლება, როდესაც სამოსი სპეტაკია, ანუ სინანულით არის განწმენდილი. მოუნანიებელი კაცის ცოდვითი ჭუჭყით დასვრილ სამოსზე ახალი და ცალკეული ცოდვების ლაქების დანახვა შეუძლებელია.

„საჭმლის გამოცვლით არ ცხონდება კაცი, არამედ ცუდი ყოფა-ქცევის გამოცვლით, ცოდვის უარყოფით… ამას ვეძიებდეთ და ამის მსურველი ვიყოთ მუდამ…:”
წმ. გაბრიელ ეპისკოპოსი

Uncategorized

Leave a reply

− 2 = 7

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>