მარხვის მცნება განახლებული ანუ დამტკიცებულია სახარებაში:

news_55435

მარხვის მცნება განახლებული ანუ დამტკიცებულია სახარებაში: „ეკრძალენით თავთა თქუენთა , ნუუკუ დამძიმდენ გულნი თქუენნი შვებითა და მთვრალობითა“. (ლუკ. 21, 34), გვამცნო უფალმა. ნაყროვანება და მემთვრალეობა არა მხოლოდ ხორცს, არამედ გულსა და გონებასაც ამძიმებს, ანუ ადამიანს სულითაც და სხეულითაც ხორციელ მდგომარეობაში აგდებს.
და პირიქით: მარხვა კაცს სულიერ მდგომარეობას ანიჭებს. მარხვით განწმენდილი ადამიანი სულით მდაბალია, უმანკო, მოკრძალებული, მდუმარე, გრძნობებითა და აზრებით ფაქიზი, ხორცით მსუბუქი, სულიერი მოღვაწეობისა და ჭვრეტისკენ მიდრეკილი, ღმრთის მადლის მიღებისათვის მომზადებული.
ხორციელი ადამიანი მთლიანად ცოდვილ ტკბობას ეძლევა. იგი გემოთმოყვარეა ხორცითაც, გულითაც და გონებითაც,მას არ ძალუძს არამცთუ სულიერი ტკბობა და ღმრთის მადლის მიღება, არამედ სინანულიც. ასეთი კაცი, საერთოდ, სულიერი ცხოვრებისათვის გამოუსადეგარია: მიწას არის მიჯაჭვული, ნივთიერში ჩაფლული და, თუმცა ცოცხლობს, სულით უკვე მკვდარია.
„ვაი თქუენდა, განმაძღარნო აწ, რამეთუ გშიოდის“ (ლუკ. 6, 25), მიმართავს უფალი წმინდა მარხვის დამრღვევთ. რით ისაზრდოებთ საუკუნო ცხოვრებაში, თუკი აქ მხოლოდ ნივთიერი საზრდელით და ნივთიერი ტკბობით გაძღომა გისწავლიათ – ისინი ხომ ზეცაში აღარ იქნებიან? რით ისაზრდოებთ საუკუნო ცხოვრებაში, თუკი არავითარი ზეციური სიკეთის გემო არ გიხილავთ? როგორ უნდა დატკბეთ ზეციური სიკეთეებით, თუკი ამსოფლად მათი სიყვარული კი არა, სიძულვილი მოიხვეჭეთ?
წმ. ეგნატე ბრიანჩანონივი

Uncategorized

Leave a reply

20 + = 26

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>