,,ჩვენი სამშობლო-მიწათმოქმედების უძველესი კერა”

ჩოხატაურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის სამრევლო სკოლის მე-7 კლასთან ერთად ისტორიაში დავგეგმე პროექტი ,,ჩვენი სამშობლო-მიწათმოქმედების უძველესი კერა”
პროექტის მიზანი : მოსწავლეები გაეცნენ,შეისწავლეს , გამოიკვლიეს ქართული ხორბლისა და ვაზის ჯიშების ისტორია, ღვინის დაყენების უძველესი წესები,სამიწათმოქმედო კულტურების თავისებურება და სხვა .
კლასი დაყოფილი იყო ორ ჯგუფად, ერთი ნაწილი იკვლევდა, ეცნობოდა ვაზის ჯიშებსა და ღვინის დაყენების ტრადიციებს უძველესი დროიდან დღემდე.
მეორე ჯგუფი იკვლევდა და თან შეისწავლიდა ქართული ხორბლის ჯიშებისა და ზოგადად,ქართული ხორბლის ისტორიას .
მოსწავლეები აქტიურად, დაუღალავად შეუდგნენ პროექტზე მუშაობას.თვალსაჩინოების სახით წარმოადგინეს სლაიდშოუ(PowerPoint-ში) ხელნაწერები, ნახატები, ვიდეო და აუდიო მასალა.
მოსწავლეებს ჩამოუყალიბდათ საკუთარი პოზიცია ამა თუ იმ მოვლენის მიმართ.განიმტკიცეს ცოდნა, გაივარჯიშეს იტორიკოსის უნარ-ჩვევები, ჩაატარეს მცირე სახის კვლევა,დაახარისხეს წყაროები და მეცნიერთა მოსაზრებები.
აღნიშნულ დავალებაში მონაწილეობა მიიღო კლასის თითქმის ყველა მოსწავლემ.
მადლობა, ბავშვებო, საინტერესო პრეზენტაციისა და ნამუშევრებისთვის!
თქვენ ხართ საუკეთესოები, ინდივიდუალურები და უკვე,,პატარა მკვლევარები”
მადლობა მხარდაჭერისთვის კლასის ხელმძღვანელს: თამარ თავბერიძესა და ჩვენი სკოლის პრორექტორს- ქალბატონ ირმა ჯიბუტს,რომელმაც საინტერესო კლასგარეშე იდეები მიაწოდა მოსწავლეებს .
წარმატებულ, ნაყოფიერ სასწავლო წელს გისურვებთ! 

Uncategorized

Leave a reply

31 + = 39

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>