სიახლეები

bibliocat_logoპირველად ჩოხატაურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის სამრევლო სკოლის ბიბლიოთეკის ისტორიაში ამოქმედდება წიგნების ელექტრონული კატალოგიზაციის სისტემა www.bibliocat.ge, მოხდება წიგნების ასახვა ერთიან ელექტრონულ ბაზაში,პროგრამის საშუალებით სკოლის ბიბლიოთეკარი ახდენს წიგნების შეტანას ბაზაში და აკეთებს მის მონიტორინგს და კატალოგიზაციას, პროგრამას აქვს მარტივი, მოქნილი საძიებო სისტემა, რაც საშუალებას იძლევა გვქონდეს სრული ინფორმაცია წიგნის შესახებ.ბიბლიოთეკარი გასცემს მოსწავლეზე წიგნს, უთითებს დაბრუნების თარიღს, გადაცილების შემთხვევაში პროგრამა შეტყობინებას ახდენს დავალიანების შესახებ, მოსწავლეს შეუძლია სკოლის ბიბლიოთეკაში ინტერნეტით მოიძიოს სასურველი წიგნი, დაჯავშნოს და გაიტანოს ბიბლიოთეკიდან.