შინაგანაწესი

ა(ა)იპ ჩოხატაურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის სამრევლო სკოლა

შრომის, სასწავლო პროცესის მონაწილეთა უფლება- მოვალეობებისა და სკოლის შიგნით მოქმედი სპეციალური წესების სამართლებრივი რეგულირების

შ  ი  ნ ა  გ  ა  ნ  ა  წ  ე  ს  ი

დამტკიცებულია სკოლის რექტორის მიერ 2013 წლის 3 სექტემბერი

ცვლილება შეტანილია პედაგოგიური საბჭოს მიერ                                                                                 პედსაბჭოს სხდომის ოქმი #1   01.09.2016

2016 წელი

თავი I

მუხლ1. მართლმადიდებლური სკოლის სტატუსი

ჩოხატაურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის სამრევლო სკოლა არის საქართველოს  საპატრიარქოს განათლების ცენტრის მიერ შექმნილი არაკომერციული (არასამეწარმეო) იურიდიული პირი, რომელიც „ზოგადი განათლების შესახებ კანონის~ შესაბამისად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად ახორციელებს საგანმანათლებლო საქმიანობას და უზრუნველყოფს ზოგადი განათლების მიღებას დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურზე ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით. სკოლას აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, მრგვალი ბეჭედი, საბანკო ანგარიში. სკოლა თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციით, „ზოგადი განათლების შესახებ კანონით“, „კერძო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ კანონით, სკოლის წესდებით, სხვა ნორმატიული აქტებითა და სკოლის შინაგანაწესით.

თავII

მუხლი 2. შინაგანაწესის ზოგადი დებულება და მიზნები

შინაგანაწესი განსაზღვრავს სკოლის შრომის განაწესს, ადმინისტრაციულ სტრუქტურას, მის საქმიანობის წესსა და მუშაკთა ფუნქციონურ მოვალეობას. აღნიშნული წესები შემუშავებულია საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის, საქართველოს კანონის ზოგადი განათლების შესახებ და  ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად. იგი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს სკოლის კოლექტივის მუშაობის სწორ ორგანიზებას, სამუშაო საათების რაციონალურად გამოყენებას. მუშაკთა შესრულებული სამუშაოს ეფექტიანობისა და ხარისხის ამაღლებას, სამუშაო დისციპლინის გამყარებას.

შინაგანწესით უზრუნველყოფილია:

2.1.  სკოლაში დასაქმებულ პირთა შრომითი და მისი თანამდევი ურთიერთობის მოწესრიგება და კონტროლი.

2.2.შრომის დისციპლინის დაცვა.

2.3. სასწავლო-სამუშაო დროის რეგულირება და რაციონალური გამოყენება.

2.4. სკოლაში სასწავლო პროცესის ნორმალური წარმართვისა და დისციპლინის განმტკიცებისათვის, მოსწავლეთა ქცევის წესების მოწესრიგება და კონტროლი.

2.5. სკოლაში აკადემიური წარმატების ხელშეწყობისათვის უსაფრთხო სასწავლო გარემოს შექმნა და ჩამოყალიბება.

2.6. მოსწავლეების ვალდებულებები, წახალისების სისტემა, დისციპლინური გადაცდომა და შესაბამისი სახდელი.

2.7. მოსწავლის სკოლაში ჩარიცხვის, კლასებში მოსწავლეთა გადანაწილებისა  და სკოლიდან გადაყვანის პირობები.

2.8. სასწავლო პროცესის შეფასებისა და მონიტორინგის ფორმები და მექანიზმები

2.9. მოსწავლის  მშობლის/კანონიერი წარმომადგენლისა და სკოლის უფლება-მოვალეობანი

2.10. დასკვნითი დებულებანი

შინაგანაწესის მიზნებია:

ა) სკოლის მისიისა და ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მიღწევის ხელშეწყობა;

ბ) სკოლაში დასაქმებულ პირთა შრომითი და მისი თანამდევი ურთიერთობის მოწესრიგება და მონიტორინგი;

გ) სასწავლო პროცესის მონაწილეთა უფლება-მოვალეობების რეგულირება;

დ) სასწავლო-სამუშაო დროის რეგულირება და რაციონალური გამოყენება;

ე) სკოლაში სასწავლო პროცესის ნორმალურად წარმართვის, სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბებისა და განმტკიცებისათვის მოსწავლეთა ქცევის წესების შემუშავება, მართვა და მონიტორინგი;

ვ)სკოლის შიგნით მოქმედი სპეციალური წესების სამართლებრივი რეგულირება.

მუხლი 3. შინაგანაწესის მოქმედების სფერო

3.1. შინაგანაწესის მოქმედება ვრცელდება სკოლაში დასაქმებულ ნებისმიერ პირზე, მიუხედავად მათი თანამდებობრივი მდგომარეობისა, სკოლის მოსწავლეებზე, სკოლის ტერიტორიაზე მყოფ მოსწავლეთა მშობლებზე (კანონიერ წარმომადგენლებზე), გარეშე პირებზე.

3.2. შინაგანაწესის მოთხოვნათა შესრულება სავალდებულოა სკოლაში დასაქმებული ნებისმიერი პირისათვის, მოსწავლეთათვის. შინაგანაწესის მოთხოვნათა შეუსრულებლობა იწვევს შესაბამის პასუხისმგებლობას/ქმედებათა შეზღუდვას.

3.3. სკოლის რექტორატი  სუბიექტს დასაქმებამდე აცნობს ძირითად დოკუმენტებს, სასკოლო-სასწავლო გეგმას, სკოლაში სანიტარიის, შრომის ჰიგიენის, ხანძარსაწინააღმდეგო წესების დაცვის საკითხებს.

3.4. შინაგანაწესი წარმოადგენს სკოლასა და დასაქმებულს შორის გაფორმებული ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.

თავი III

მუხლი 4. სკოლის მართვა და სტრუქტურა

რექტორატი

4.1. სკოლის რექტორატი შედგება სკოლის რექტორის, რექტორის კონსულტანტი (სასწავლო-აღმზრდელობით დარგი), პრორექტორის (აღმზრდელობითი დარგი), პრორექტორის (ადმინისტრაციულ-ფინანსური მართვა), სასწავლო პროცესის კოორდინატორი, .აღმზრდელობითი მუშაობის კოორდინატორი, IT სპეციალისტი  და ბუღალტრისაგან.

4.2. რექტორის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს პრორექტორი.

4.3 სკოლის რექტორატმა ზედახედველობა უნდა გაუწიოს სასწავლო-აღმზრდელობით პროცესს, პასუხი აგოს მის ორგანიზებასა და ხარისხზე.

4.4.ხელი შეუწყოს კანონის უზენაესობის დამკვიდრებას და იმოქმედოს კანონმდებლობის ფარგლებში.

4.5. სკოლის თანამშრომელთა მიერ დისციპლინური გადაცდომის დარღვევის შემთხვევაში დროულად მოახდინოს რეაგირება.

4.6შექმნას პედაგოგთა შემოქმედებითი და კვლევითი საქმიანობისთვის ხელშემწყობი გარემო.

4.7. იზრუნოს სკოლის პედაგოგებს, მშობლებსა და მოსწავლეებს შორის თანამშრომლობითი  გარემოს შექმნაზე.

4.8. უზრუნველყოს სკოლაში მიმდინარე ცვლილებებზე პედაგოგთა დროული და ზუსტი ინფორმირება.

4.9. დაეხმაროს პედაგოგებს სასწავლო პროცესში არსებული პრობლემების მოგვარებაში.

4.10. შექმნას მასწავლებელთა, მოსწავლეთა და მშობელთა მოტივაციის სისტემა სწავლისა  და სწავლების ხარისხის ასამაღლებლად.

4.11. შექმნას სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემო.

4.12. უზრუნველყოს დამტკიცებული ბიუჯეტის მიხედვით თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების პირობებისა და ხელფასის ფონდის დაცვა.

მუხლი 5. სკოლის რექტორი

5.1. სკოლის რექტორი არის თავად დამფუძნებელი ან მის მიერ დანიშნული პირი.

5.2. დამფუძნებლის მიერ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ჩოხატაურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის სამრევლო სკოლის ხელმძღვანელად და რექტორად დანიშნული იქნა შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსები (ერისკაცობაში გივი კიკვაძე – დაბ. 18.09.1959წ, პირადი #33001019269, მისამართი: ქ. ოზურგეთი, 9 აპრილის ქ, #16).

5.3. რექტორს ნიშნავს და ათავისუფლებს დამფუძნებელი.

5.4. რექტორი ინიშნება უვადოდ.

5.5. სკოლის რექტორი წარმოადგენს სკოლას მესამე პირებთან ურთიერთობაში.

5.6. ზედამხედველობს სკოლის რექტორატს.

5.7. ზედამხედველობს და მართავს სკოლის სასწავლო-აღმზრდელობით პროცესს.

5.8. ამტკიცებს სკოლის შინაგანაწესს, სასკოლო–სასწავლო და სამუშაო გეგმებს, ანაწილებს მოვალეობებს სკოლის ადმინისტრაციაში.

5.9. მოქმედი კანონმდებლობითა და სკოლის წესდებით დადგენილ წესით დებს გარიგებებს სკოლის სახელით.

5.10. ამტკიცებს საშტატო განრიგს. მოქმედი კანონმდებლობისა და წინამდებარე წესდების საფუძველზე წყვეტს სკოლის ადმინისტრაციის, პედაგოგების და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლების, წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხებს.

5.11. მოქმედი კანონმდებლობისა და სკოლის წესდების შესაბამისად, აგრეთვე დამფუძნებლის მიერ დამტკიცებული ბიუჯეტის შესაბამისად, მართავს და განკარგავს სკოლის ქონებასა და საფინანსო სახსრებს. დამფუძნებლის თანხმობით, უფლებამოსილია, საფინანსო რესურსების არსებობის შემთხვევაში, დანიშნოს ხელფასების დანამატები, სკოლის სტიპენდიები, გასცეს პრემიები, ჯილდოები, ფინანსური დახმარებები.

5.12. ხელს აწერს სასკოლო დოკუმენტაციებს, უფლებამოსილია, სკოლის დამფუძნებლის თანხმობით, დაამყაროს კავშირი სხვა საგანმანათლებლო (მათ შორის უცხოეთის) დაწესებულებებთან.

5.13.  ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და წინამდებარე წესდებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. თავისი უფლებამოსილების ფარგლებში რექტორი გამოსცემს აქტებსა და ბრძანებებს.

5.14. რექტორი პასუხისმგებელია დამფუძნებლის წინაშე, სკოლის საქმიანობის კანონიერებასა და ეფექტურობაზე, სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის ორგანიზებაზე.

5.15. მოითხოვს ანგარიშვალდებულ პირთა ანგარიშს მათი საქმიანობის შესახებ.

5.16. უზრუნველყოფს საქმისწარმოებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

5.17. აფორმებს შრომით კონტრაქტებს ორგანიზაციის სახელით.

მუხლი 6. პედაგოგიური საბჭო

სკოლის პედაგოგიური საბჭო:

6.1. წარმოადგენს სათათბირო ორგანოს, რომელიც შედგება სკოლის ყველა პედაგოგისაგან. საბჭო უფლებამოსილია, თუ მას ესწრება სკოლის პედაგოგთა რაოდენობის არანაკლებ ნახევრისა. პედსაბჭო ტარდება  სემესტრში ორჯერ. პედაგოგთა საბჭოს იწვევს და უძღვება საბჭოს მიერ არჩეული თავმჯდომარე. პედსაბჭოს რიგგარეშე სხდომა შეიძლება, მოწვეული იქნეს აგრეთვე სკოლის მოძღვრის  ან რექტორის მოთხოვნით.

6.2. უფლებამოსილია შეიმუშაოს და რექტორს განსახილველად წარუდგინოს ცვლილებები სკოლის საგანმანათლებლო პროგრამის ნაწილში.

6.3. ამტკიცებს კათედრების მიერ წარმოდგენილ ძირითად და დამხმარე სახელმძღვანელოებს.

6.4. უფლებამოსილია, განიხილოს სკოლის სასწავლო პროცესის პრობლემები და დასახოს მათი გადაჭრის გზები.

6.5. უფლებამოსილია, შეიმუშაოს წინადადებები მოსწავლეთა ტესტირებისა და წლიური გამოცდების დანიშვნის თაობაზე.

6.6. უფლებამოსილია, განიხილოს სკოლის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი და მიაწოდოს რეკომენდაციები რექტორატს.

6.7. განიხილოს და რექტორთან შეათანხმოს  სკოლის შინაგანაწესი, სასკოლო–სასწავლო და სამუშაო გეგმები.

მუხლი 7. რექტორის კონსულტანტი სასწავლო-აღმზრდელობით დარგში

7.1. უზრუნველყოფს ურთიერთობის სტაბილურობას  პედაგოგიური პროცესის მონაწილეებს შორის.

7.2.  შეიმუშავებს, სკოლის საქმიანობის სრულყოფისათვის, რეკომენდაციების პაკეტს  სასწავლო-აღმზრდელობითი მიმართულებით.

7.3.    ხვეწს და ხელსუწყობს მასწავლებელთა პროფესიონალიზმს.

7.4. დახმარებას უწევს ეფექტური და ეფექტიანი  სწავლა-სწავლების პროცესის ხარისხის გაუმჯობესებას.

7.5.  ადგენს საგაკვეთილო პროცესზე დაკვირვების სქემებს და აწვდის სასწავლო პროცესის კოორდინატორს.

7.6.  შეიმუშავებს რეკომენდაციებს ნაკლოვანებებისა და  ნეგატიური ტენდენციების აღმოსაფხვრელად.

7.7.  ხელს უწყობს პოზიტიური პედაგოგიური გამოცდილების გავრცელება-დანერგვას.

7.8.  აწვდის ინფორმაციას თანამშრომლებს სიახლეების შესახებ.

7.9.  ეხმარება სასწავლო პოროცესის კოორდინატორს  სასწავლო პროცესის მეთოდურ უზრუნველყოფაში.

მუხლი 8. პრორექტორი (აღმზრდელობითი დარგი)

8.1. სკოლის მოძღვარი – საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესიის მღვდელმსახური. მოძღვარს ნიშნავს და ათავისუფლებს სკოლის დამფუძნებელი ან  მისი უფლებამოსილი პირი.

8.2. პრორექტორი უზრუნველყოფს სკოლის სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის წარმართვას მართლმადიდებლური ღირებულებებით.

მუხლი 9. პრორექტორი (ადმინისტრაციულ-ფინანსური მართვა)

9.1. მონაწილეობს სკოლის სასწავლო და სამოქმედო გეგმის პროექტის შემუშავებაში, სასკოლო სასწავლო გემის განხორციელებაში, მონიტორინგსა და შეფასებაში.

9.2. აკონტროლებს და ხელმძღვანელობს  სასწავლო-სააღმზრდელო  პროცესის ეფექტიანად  და   ორგანიზებულად წარმართვას რექტორის მიერ დადგენილი პარამეტრებით.

9.3. აღრიცხავს მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას.

9.4. მონიტორინგს უწევს შემოსული თანხების მიზნობრივ ხარჯვას.

9.5. ასრულებს რექტორის მოვალეობას რექტორის არყოფნისას, ან მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში.

9.6. სკოლის მატერიალური რესურსების:  სასკოლო-სასწავლო ინვენტარის, თვალსაჩინოების, ტექნიკური აღჭურვილობის მატერიალური მდგომარეობის კონტროლი. ყოველი თვის ბოლოს მატერიალური რესურსების მდგომარეობის შეფასება და ანგარიშის წარდგენა რექტორისათვის.

9.7. აკონტორლებს სკოლის გათბობის სისტემის, ელექტროენერგიის წყალსადენისა და კანალიზაციის გამართულ მუშოაბას.

9.8. ზედამხედველობს გაქირავებული და განათხოვრებული ფართებს.

9.9. აკონტროლებს სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობას.

9.10. წლის ბოლოს ატარებს ბუღალტერთან ერთად სკოლაში ინვენტარიზაციას.

9.11. უზრუნველყოფს სკოლის შენობაში ეზოსა და მიმდებარე ტერიტორიაზე სანიტარული და ხანძარსაწინააღმდეგო ნორმების დაცვას.

9.12. შეიმუშავებს და რექტორს წარუდგენს სკოლის საფინანსო _ სამეურნეო პროგრამებს.

9.13 ხელმძღვანელობს  ტექნიკური პერსონალის მუშაობას, ზედამხედველობს მათ მიერ ჩატარებულ სამუშაოებს, სკოლის რექტორს წარუდგენს ტექნიკური პერსონალის სამუშაო ტაბელს (განრიგი, ეზოს ფართობის და ოთახების განაწილება).

მუხლი  10. სასწავლო პროცესის კოორდინატორი

10.1.  შეიმუშავებს სკოლის სასწავლო-სამოქმედო გეგმის პროექტს, უზრუნველყოფს სასკოლო სასწავლო გეგმის განხორციელებას, მონიტორინგსა და შეფასებას

10.2. ხელმძღვანელობს პედაგოგიური საბჭოს მუშაობას

10.3. თავის კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს მოსამზადებელ სამუშაოებს სასწავლო წლის დაწყებისთვის.

10.4. კათედრების მიერ მოწოდებული ინფორმაციის შესაბამისად, შეიმუშავებს, მასწავლებელთა კვალიფიკაციის გათვალისწინებით,  საათობრივი დატვირთვის გეგმის პროექტს და წარუდგენს რექტორს.

10.5. კოორდინაციას უწევს კათედრების მუშაობას

10.6. უშუალოდ წარმართავს სასწავლო პროცესს, კოლეგებთან ერთად შეიმუშავებს სასკოლო სასწავლო გეგმას, ადგენს გაკვეთილების ცხრილს, საჭიროების შემთხვევაში ანაცვლებს მას

10.7. აკონტროლებს სასწავლო დისციპლინების სწავლებას, ზრუნავს ხარისხისა და ეფექტურობის ამაღლებისათვის, აანალიზებს ცალკეული სასწავლო დისციპლინების სწავლების მდგომარეობას .

10.8. აზუსტებს პედაგოგთა დატვირთვას, ხელმძღვანელობს გამოცდებისა და ტესტირების ორგანიზებულ ჩატარებას, რექტორს დასამტკიცებლად წარუდგენს საგამოცდო კომისიების შემადგენლობას.

10.9. მონიტორინგს უწევს სწავლების პროცესს

10.10. ყოველი სემესტრის  ბოლოს ამზადებს ინფორმაციას რექტორისთვის, სასწავლო-აღმზრდელობითი პრობლემების შესახებ

10.11. უზრუნველყოფს მასწავლებელთა ინფორმირებას მეთოდური და სასწავლო პროგრამებით.

10.12. კითხვარებით, ინტერვიუებითა და ზეპირი გასაუბრებით ადგენს პედაგოგთა პროფესიული საჭიროებებს და ამის შესაბამისად გეგმავს მათი განვითარებისთვის საჭირო ტრენინგებსა და სამუშაო შეხვედრებს. უზრუნველყოს მათი გეგმაზომიერად განხორციელებას. ზრუნავს მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლებისათვის, მეთოდურ დახმარებას უწევს ახალგაზრდა მასწავლებლებს, ატარებს ღონისძიებებს მათი პედაგოგიური დახელოვნებისათვის  და ტრენერის უნარ–ჩვევების მქონე  პედაგოგებს აგზავნის  კვალიფიკაციის ასამაღლებელ ტრენინგებზე, რათა გამოცდილება  გაუზიარონ კოლეგებს.

10.13.  სკოლის რექტორის თანხმობით ამტკიცებს  კათედრის და საგნობრივ  გეგმებს,  ამოწმებს საკლასო ჟურნალებს და ბოლო გვერდზე ადასტურებს  მასწავლებელთა შენიშვნებს ხელმოწერითა და ბეჭდით.

მუხლი 11. აღმზრდელობითი მუშაობის კოორდინატორი

11.1. კოორდინირებს აღმზრდელობით მუშაობას სასკოლო დროსა და სასკოლო სივრცეში.

11.2. ორგანიზებას უწევს კულტურულ-მასობრივი და სპორტულ-ტურისტული ღონისძიებების დაგეგმვას

11.3.  ხელმძღვანელობს მშობლებთან მუშაობის კოორდინაციას

11.4. ამაღლებს მოსწავლეთა მოტივაციას სკოლის სასწავლო-შემოქმედებით ღონისძიებებში აქტიური  მონაწილეობისათვის ხელს უწყობს მათ ჩართულობას  საქველმოქმედო აქციებსა და შემოქმედებით ღონისძიებებში

11.5. ორგანიზებას უწევს მოსწავლე-მასწავლებელთა ნამუშევრების გამოფენას

11.6. რეკომენდაციებს აძლევს მოსწავლეთა შემოქმედებით გაერთიანებებს ფორმირებისათვის

11.7. ორგანიზებას უწევს წიგნის, თეატრის, კინოს კვირეულების გამართვას და  შეხვედრების მოწყობას მეცნიერების,  ხელოვნების, ლიტერატურის, სპორტის წარმომადგენლებთან.

11.8. კოორდინირებს სკოლაში არსებული კლუბების, სპორტული წრეების, სექციების, საგნობრივი წრეებისა და გაერთიანებების მუშაობას

11.9. მონიტორინგს უწევს გახანგრძლივებული სწავლების ჯგუფს

11.10. ორგანიზებას უკეთებს მოსწავლეთა და მშობელთა გამოკითხვებს

11.11. აჯამებს და მონაწილეობს სკოლის გაზეთის _„სარწმუნოებითა და სიყვარულით მოვედით“ _ გამოშვებაში

მუხლი 12. IT-ის სპეციალისტი

12.1. გეგმავს სკოლის მიერ ისტ-ის რესურსების ეფექტურად გამოყენებას;

12.2. უზრუნველყოფს ისტ-ის ბაზისურ მხარდაჭერას, სკოლის ყველა მასწავლებლისა და მოსწავლის საბაზისო ტრენინგებს;

12.3. უზრუნველყოფს სკოლას საინფორმაციო სიახლეებით.

12.4.  ხელს უწყობს პედაგოგებს პროექტებზე მუშაობისას საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებასა და საგნობრივი პროგრამების მოძიებაში.

12.5. კოორდინაციას უწევს სკოლის ინფორმაციული ტექნოლოგიების გეგმის განვითარებას და განხორციელებას.

12.6.  მოიძიებს ინფორმაციას სასკოლო პროექტების შესახებ და აწვდის ადმინისტრაციას.

12.7. უვლის სკოლის ისტ-ის ინფრასტრუქტურას.

12.8. გეგმავს და შეიმუშავებს სკოლის მიერ ისტ-ის რესურსების ეფექტურად გამოყენების გზებს.

12.9. მეთვალყურეობს სკოლის კომპიუტერულ ლაბორატორიას და მასში განთავსებულ კომპიუტერებს.

მუხლი 13. საქმისმწარმოებელი

13.1. აწარმოებს და აკონტროლებს სკოლის დოკუმენტაციას

13.2. აწესრიგებს თანამშრომელთა  და მოსწავლეთა პირადი საქმეებს

13..3. ატყობინებს სკოლის რექტორატის გადაწყვეტილებებს  პედაგოგებს

13.4 უზრუნველყოფს სკოლის საინფორმაციო სტენდზე უახლესი ინფორმაციის განთავსებას

13.5. იღებს, რეგისტრაციაში ატარებს და ამუშავებს კორესპონდენციებს

13.6. ასრულებს სააღრიცხვო-საცნობარო სამუშაოებს, აგზავნის და გადასცემს დანიშნულებისამებრ

13.7. ეცნობა და წარუდგენს შემოსულ კორესპონდენციებს ადრესატს

13.8. კონტროლს უწევს  ხელმოსაწერად წარსადგენი დოკუმენტების სისწორეს

13.9. უზრუნველყოფს დოკუმენტებზე მუშაობას – ბეჭდავს, ასლებს იღებს და ოპერატიულად ამრავლებს.

13.10. ქმნის  დოკუმენტების ბლანკების ბაზას.

13.11. აფრთხილებს და თათბირზე იწვევს სკოლის პედაგოგებს.

13.12. პრორექტორის მითითებით დროულად აფორმებს ბრძანებებს.

13.13. აწესრიგებს ბრძანების წიგნებს.

13.14. ანგარიშვალდებულია პრორექტორის წინაშე  სკოლაში შემოსული კორესპონდენციების შესრულებისა და გასული კორესპონდენციის დაგზავნის მდგომარეობაზე.

13.15. აარქივებს სკოლის დოკუმენტაციას.

13.16. აღრიცხავს სკოლის სამართლებრივ აქტებს კალენდარული წლის პერიოდში.

13.17. პრორექტორის მითითებით ითხოვოს სტრუქტურული ერთეულებისგან კანცელარიის მუშაობისათვის საჭირო ცნობებს.

13.18. სკოლის ხელმძღვანელების მითითებით მონაწილეობას იღებს იმ საკითხების განხილვაში, რომლებიც ეხება დოკუმენტებზე მუშაობის მდგომარეობის გაუმჯობესებას, მათზე მუშაობის ფორმებისა და მეთოდების სრულყოფას.

13.19. საჭიროების შემთხვევაში ასრულებს რექტორის, პრორექტორების, სასწავლო პროცესის კოორდინატორის, აღმზრდელობითი მუშაობის კოორდინატორის კანონმდებლობითა და სკოლის სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ დავალებებს.

მუხლი 14. სკოლის ბიბლიოთეკარი

14.1. ხელმძღვანელობს სასკოლო-ბიბლიოთეკის მუშაობას.

14.2. პასუხისმგებელობას იღებს  ბიბლიოთეკაში არსებული ინვენტარის მოვლა-პატრონობაზე

14.3. ეხმარება  მოსწავლეებს სამეცნიერო და მხატვრული საკითხავის შერჩევაშ, წიგნზე დამოუკიდებელი მუშაობის ჩვევების შეძენაში.

14.4.  სისტემატურად აკეთებს პრეზენტაციას კლასებში, დამრიგებლებთან და პედსაბჭოზე ახლადმიღებული ლიტერატურის მეთოდური დოკუმენტაციის შესახებ.

14.5. პასუხისმგებელია ბიბლიოთეკაში არსებული ლიტერატურის დახარსხებაზე, კატალოგიზაციასა და შენახვაზე.

14.6. თანამშრომლობს საგნობრივ კათედრებთან, საგნის პედაგოგებთან ღონისძიებებისა და პროექტების შექმნასა და განხორციელებაზე.

14.7. აწარმოებს სკოლის ბიბლიოთეკის ფონდის საინვენტარო წიგნს.

14.8. აწარმოებს ყოველდღიურ კონტროლს გაცემული წიგნების აღრიცხვასა და დროულ დაბრუნებაზე.

14.9. აღრიცხული ჰყავს სასკოლო სახელმძღვანელოების მომხმარებელი სოციალურად დაუცველი მოსწავლეები და ბიბლიოთეკის კართოტეკაში განთავსებული აქვს  სია.

14.10. წიგნიერების ამაღლების მიზნით  გეგმავს და აწყობს ღონისძიებებს.

14.11. მეთვალყურეობას უწევს მოსწავლეების მიერ დისციპლინური სახდელის შესრულებას სამკითხველო დარბაზში.

14.12. ანგარიშვალდებულია სკოლის სასწავლო პროცესის კოორდინატორის წინაშე.

მუხლი 15. სკოლის ექთანი

15.1. ზრუნავს  სკოლაში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვაზე.

15.2.  უზრუნველყოფს სკოლაში პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევას .
15.3.  კრებს მონაცემებს მოსწავლეთა ჯანმრთელობის შესახებ, აღრიცხავს  და ინახავს  ცნობები ჯანმრთელობის შესახებ.
15.4 . აღრიცხავს  მიღებულ მედიკამენტებს და აწარმოებს გაცემის რეგისტრაციას სპეციალურ ჟურნალში.
15.5.  განსაზღვრავს პირველადი დახმარებისათვის საჭირო მედიკამენტების ნუსხას,  აკონტროლებს მათი ვარგისიანობის ვადას, შენახვისა და გაცემის წესს.
15.6.  ანგარიშვალდებულია სკოლის პრორექტორის წინაშე .

მუხლი 16. ბუღალტერი

16.1. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოებს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგებას, ადგენს ბალანსს და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, –  შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს მეშვეობით და საქართველოს საპატრიარქოს

16.2 .დროულად ითვისებს ხარჯებს

16.3. ადგენს ხელფასის უწყისის

16.4. პასუხისმგებლობას იღებს მიღებულ ფასეულობათა განაწილებასა და პასუხისმგებელ პირებზე დარიცხვაზე

16.5. ატარებს ინვენტარიზაციას მაღალ დონეზე და განსაზღვრულ ვადებში

16.6. აწარმოებს ინვენტარისა და სხვა ფასეულობათა მიღება-ჩაბარების წიგნს

16.7. ადგენს ტარიფიკაციის

16.8. აწარმოებს ბანკთან ანგარიშსწორებას.

16.9. აწარმოებს ანგარიშწორებას საგადასახადო ორგანოებთან.

16.10. უზრუნველყოფს ხელფასების დროულ გამოწერას.

16.11. ოპერატიულად ხელმძღვანელობს იმ გადაუდებელი სამუშაოების შესრულებას, რომლებიც საჭიროა სკოლის ნორმალური ფუნქციონირებისათვის.

16.12. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოებს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობას.

მუხლი 17. დამლაგებელი

17.1. უზრუნველყოფს სისუფთავეს, მთელი დღის განმავლობაში, მასზე მიმაგრებულ ტერიტორიაზე.

17.2.  უზრუნველყოფს, სკოლის ექთნის  მეთვალყურეობით, საპირფარეშოების დამუშავებას სადეზინფექციო ხსნარებით.

17.3.  უფრთხილდება და წესების დაცვით ინახავს მასზე მიბარებულ ინვენტარს.

17.4.  განსაზღვრავს და წარმოადგენს საჭირო სანიტარულ-ჰიგიენური საშუალებების ნუსხას, უზრუნველყოფს მის მიზნობრივ ხარჯვასა და აღრიცხვას.

  1. 5. არეგულირებს სასწავლო დაწესებულებაში მოსწავლეთა და მასწავლებელთა შემოსვლა-გასვლას.

17.6.  უცხო პირის შემოსვლისას უკავშირდება სკოლის რექტორატს.

17.7.  სასწავლო პროცესში, მოსწავლის სკოლის ეზოდან უნებართვოდ გასვლის მცდელობისას, უკავშირდება სკოლის რექტორატს.

17.8.  ატარებს სასწავლო პროცესში მოსწავლეს,  რექტორატიდან სპეციალური ნებართვის წარმოდგენის შემთხვევაში.

17.9.  ეხმარება მორიგე მასწავლებელს ეზოში წესრიგის დამყარებაში.

თავი IV

მუხლი 18. სკოლის მუშაობის რეჟიმი

18.1. სკოლაში სასწავლო წლის, არდადეგების დაწყების და დამთავრების დრო განისაზღვრება ,,საქართველოს საჯარო სკოლებში სასწავლო წლისა და არდადეგების დაწყებისა და დასრულების თარიღების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 3 სექტემბრის N84/ნ ბრძანების შესაბამისად.

18.2. სამუშაო დრო წარმოადგენს კალენდარული დროის ნაწილს, რომლის განმავლობაშიც დასაქმებული ვალდებულია განახორციელოს თავისი სამსახურებრივი უფლება – მოვალეობანი.

18.3. სამუშაო კვირა, ისევე როგორც სასწავლო კვირა, ხუთდღიანია (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით). სამუშაო დროში არ შედის შესვენების პერიოდი, დასვენებისა (შაბათი-კვირა) და საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსით“ განსაზღვრული უქმე დღეები.

18.4. საჭიროების შემთხვევაში, დასაშვებია კვირაში 6 – დღიანი სწავლება ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი წესით.

18.5. სკოლაში სასწავლო პროცესის რეგლამენტი (გაკვეთილების დაწყება-დამთავრება) ყოველწლიურად განისაზღვრება სასკოლო სასწავლო გეგმით.

18.6. გაკვეთილის ხანგრძლივობა განისაზღვრება ეროვნული სასწავლო გეგმით. ხოლო გაკვეთილებს შორის შესვენების ხანგრძლივობა განისაზღვრება სასკოლო სასწავლო გეგმით. შემთხვევები, როდესაც სკოლამ შესაძლოა ხანმოკლე ვადით შეცვალოს გაკვეთილებისა და დასვენებების ხანგრძლივობა სასწავლო დროის შემცირების მიზნით განისაზღვრება ასევე ეროვნული სასწავლო გეგმით.

18.7. არდადეგები გათვალისწინებულია სკოლის მიერ შემუშავებული სასწავლო კალენდრის მიხედვით, რომელშიც გათვალისწინებულია ძირითადი რელიგიური დღესასწაულები.

18.8. . მასწავლებელი ვალდებულია სკოლაში გამოცხადდეს გაკვეთილის დაწყებამდე 15 წუთით ადრე. მასწავლებლებისთვის სამუშაო დღის ხანგრძლივობა განისაზღვრება სასკოლო სასწავლო გეგმით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის #576 (საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ოდენობისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე, 2005 წლის 21 ოქტომბერი) ბრძანების გათვალისწინებით. თუ სკოლის რექტორატი თვლის, რომ მასწავლებელი ვერ აღწევს სასურველ შედეგებს სწავლებისას, იგი უფლებამოსილია, მასწავლებელს მოსთხოვოს არასაგაკვეთილო საათების პერიოდში სკოლაში მუშაობა სწავლების შედეგების გაუმჯობესებამდე.

18.9. სკოლის ყველა მასწავლებელი, მიუხედავად მათი დატვირთვისა, ვალდებულია სკოლაში იყოს ყოველ პარასკევს 14:00 საათიდან 16:00 საათამდე და მიაწოდოს ინფორმაცია სკოლაში მოსულ მშობლებს/კანონიერ წარმომადგენლებს მათი შვილების აკადემიური მოსწრების შესახებ. გამონაკლისი დაიშვება  გადაწყვეტილებით, ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე.

18.10. აკრძალულია სასწავლო პროცესის მიმდინარეობის დროს გარეშე პირთა სკოლის შენობაში შესვლა სკოლის რექტორატთან შეთანხმების გარეშე. მოსწავლეების მშობლების/კანონიერი წარმომადგენლების მიღების დღეებია ყოველი პარასკევი 14:00 საათიდან 16:00 საათამდე. სხვა დღეებში მოსწავლეების მშობლებს/კანონიერ წარმომადგენლებს შეუძლიათ 14.00 -დან 18.00 სთ-მდე კანცელარიაში ვიზიტი. სხვა დროს ეზღუდებათ თავისუფალი გადაადგილება სკოლის შენობაში გადაუდებელი აუცილებლობის გარდა, სკოლის რექტორატთან შეთანხმების გარეშე.

18.11.მოსწავლის გაკვეთილებიდან გათავისუფლების მიზანშეწონილობას, სკოლის რექტორატის თანხმობის შემთხვევაში, განსაზღვრავს სკოლაში დასაქმებული პირი, მოსწავლის მშობელთან/კანონიერ წარმომადგენელთან შეთანხმებით.

18.12. სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას სკოლაში დასაქმებული პირი, მისი პასუხისმგებლობის და მოვალეობის პროპორციულად/შესაბამისად, პასუხს აგებს მოსწავლის უსაფრთხოებაზე.

მუხლი 19. წინასახელშეკრულებო ურთიერთობა

19.1. შრომითი ურთიერთობის გაფორმებამდე კანდიდატი ვალდებულია სკოლაში წარადგინოს;

ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (გვარის შეცვლის შემთხვევაში, ქორწინების მოწმობის ნოტარიულად დამოწმებული ასლი);

ბ) ფოტოსურათი ¾ დაბეჭდილი და ციფრული ფორმით;

გ) განცხადება სამსახურში მიღების შესახებ;

დ) ავტობიოგრაფია/CV;

ე) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის/დოკუმენტური ნოტარიულად დამოწმებული ასლი;

ვ) კვალიფიკაციის ამაღლების დამადასტურებელი დოკუმენტები, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

ზ) სერტიფიცირებული პედაგოგების შემთხვევაში, შესაბამისი სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;

თ) ბრძანება დანიშვნის შესახებ.

19.2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა, სკოლა უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში კანდიდატისაგან მოითხოვოს სხვა დოკუმენტების წარდგენა, შეამოწმოს მათი სისწორე ან მოიპოვოს დამატებითი ინფორმაცია, რომელიც ესაჭიროება შრომითი ურთიერთობის თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად.

მუხლი 20. სკოლაში თანამშრომლის მიღება

20.1. სკოლაში ვაკანტური ადგილის შემთხვევაში, პირველ ეტაპზე ცხადდება შიდა კონკურსი, ხოლო კანდიდატის ვერ შერჩევის შემთხვევაში, ცხადდება გარე კონკურსი.

20.2. ინფორმაცია კონკურსის შესახებ ვრცელდება ელექტრონული და მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით (სკოლის ვებ-გვერდი, სკოლის ფაცებოოკ-ის ოფიციალური გვერდი, გაზეთი, ვებ- გვერდები სამსახურის მაძიებელთათვის, საჯარო ადგილზე გამოკვრა და სხვა).

20.3. კანდიდატების შერჩევა ხდება კომისიური წესით. სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, კონკურსის პირობების, ეტაპებისა და აპლიკანტების შეფასების ფორმებთან და მექანიზმებთან დაკავშირებით, კომისია იღებს ერთგვაროვან გადაწყვეტილებას (ა(ა)იპ ჩოხატაურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის სამრევლო  სკოლის  შრომის, სასწავლო პროცესის მონაწილეთა უფლება-მოვალეობებისა და სკოლის შიგნით მოქმედი სპეციალური წესების სამართლებრივი რეგულირების შინაგანაწესი 2013 წ.).

20.4. სამუშაოდ მიღებულ ყველა დასაქმებულთან ფორმდება შრომითი ხელშეკრულება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

20.5. სკოლაში მიღებულ დასაქმებულზე იხსნება პირადი საქმე, რომელშიც განსაზღვრულ დოკუმენტებთან ერთად ინახება წახალისების, დისციპლინური სახდელებისა და გათავისუფლების შესახებ ბრძანების ასლები, სამოტივაციო წერილი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ავტობიოგრაფია, პირადობისა და განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების, პროფესიული ზრდის სერტიფიკატების ასლები.

მუხლი 21. თანამშრომელთა ძირითადი მოვალეობანი:

21.1. სკოლის მასწავლებლები ვალდებულნი არიან:

ა) ზუსტად შეასრულონ სკოლის წესდებით, შინაგანაწესითა და შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებები.

ბ) დაიცვან შრომის დისციპლინა, როგორც სკოლაში წესრიგის საფუძველი. დროულად გამოცხადდნენ სამუშაო ადგილზე, დაიცვან სამუშაო დროის დადგენილი ხანგრძლივობა, დროულად და ზუსტად შეასრულონ რექტორატის განკარგულებანი.

გ) მუდმივად გამოავლინონ შემოქმედებითი ინიციატივა საქმიანობის მაღალი შედეგების მისაღწევად.

დ) დაიცვან მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი და ეთიკის კოდექსი.

ე) უწყვეტად სრულყონ კვალიფიკაცია თანამედროვე მოთხოვნათა შესაბამისად

ვ) პასუხი აგონ სწავლება-სწავლის შედეგებზე.

ზ) აღზარდონ ღირსეული, განათლებული, სამოქალაქო ცნობიერების მქონე პიროვნებები.

თ) არ დაუშვან დისკრიმინაცია ეთნიკური წარმომავლობის, რელიგიური მრწამსის, სქესის, აკადემიური მოსწრების, სოციალური წარმომავლობის ან პირადი შეხედულებების მიხედვით

თავი v სასწავლო პროცესი

მუხლი 22. სასწავლო პროცესი

22.1. სკოლა სასწავლო პროცესს განახორციელებს დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურზე;

22.2. ზოგადი განათლების შინაარსი განისაზღვრება სკოლის მიერ ეროვნული სასწავლო გეგმის გათვალისწინებით, დამოუკიდებლად შემუშავებული, მიღებული და განსახორციელებელი პროგრამებით;

22.3. სასწავლო პროცესის უზრუნველსაყოფად სკოლა დამოუკიდებლად შეიმუშავებს სასკოლო სასწავლო გეგმას, სასწავლო რეჟიმსა და საგაკვეთილო ცხრილს;

22.4. სწავლება სკოლაში მიმდინარეობს ქართულ ენაზე.

22.5. მოსწავლეები, რომლებმაც სრულად აითვისეს საგანმანათლებლო პროგრამები, გადადიან მომდევნო კლასსა და საფეხურზე;

22.6.სკოლაში მოსწავლეთა მიღების, მომდევნო კლასში გადაყვანის, დატოვების და გარიცხვის პირობები განისაზღვრება სკოლის შინაგანაწესითა და შესაბამისი დებულებით, მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე;

22.7.სასწავლო პროცესის მონაწილენი არიან მოსწავლეები, მათი მშობლები (კანონიერი წარმომადგენლები), მასწავლებლები და დაწესებულების სხვა მოსამსახურენი;

22.8 სასწავლო პროცესის მოსწავლეთა უფლება–მოვალეობები რეგულირდება სკოლის წესდებით, შინაგანაწესითა და მოსწავლის მშობელსა (კანონიერი წარმომადგენელს) და სკოლის რექტორს შორის დადებული ხელშეკრულებით;

22.9.სასწავლო პროცესის განხორციელების ძირითადი სტრუქტურული ერთეულია კლასი;

22.10. სკოლაში ჩარიცხულ მოსწავლეებს კლასებში (ჯგუფებში) ბრძანებით ანაწილებს სკოლის რექტორი;

22.11. თითოეულ კლასს (ჯგუფს) ჰყავს დამრიგებელი, რომელსაც თანამდებობაზე ერთი სასწავლო წლით ნიშნავს სკოლის რექტორი;

22.12. სადამრიგებლო პროგრამა განისაზღვრება სასკოლო სასწავლო გეგმით;

22.13. კლასის დამრიგებლის უფლება_მოვალეობები განისაზღვრება სასკოლო სასწავლო გეგმითა და შინაგანაწესით.
მუხლი  23. მოსწავლის სკოლაში ჩარიცხვა

23.1. სკოლაში I-XII კლასებში მოსწავლეთა ჩარიცხვამდე მათი საჭიროების დასადგენად და შემდგომში მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის დაგეგმვა-განხორციელების მიზნით ტარდება დიაგნოსტიკური შეფასება. შეფასების შედეგები ინახება მოსწავლის პირად საქმეში.

23.2. სკოლაში პირველ კლასში ბავშვები ჩაირიცხებიან კანონმდებლობით განსაზღვრული ასაკიდან.

23.3. პირველ კლასში ბავშვის ჩასარიცხად მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები: ა) განცხადება სკოლის დირექტორის სახელზე; ბ) მოსწავლის ორი ფოტოსურათი (3X4); გ) მოსწავლის ფოტოსურათი დისკზე; დ) დაბადების მოწმობის ნოტარიულად დამოწმებული ასლი; ე) სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ან მისი ტერიტორიული სამსახურის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება საქართველოს მოქალაქეობის, საქართველოში ბინადრობის ნებართვის, ან ბინადრობის მოწმობის მქონე მოსწავლისათვის პირადი ნომრის მინიჭება; ვ) მშობლების პირადობის მოწმობების ასლები; ზ) იძულებით გადაადგილებული პირის (დევნილის) მოწმობის ასლი (არსებობის შემთხვევაში) თ)სოციალურად დაუცველის მოწმობის ასლი (არსებობის შემთხვევაში) ი) სამედიცინო ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ

23.4.  II-XII კლასებში მოსწავლის ჩასარიცხად ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის გარდა, დამატებით წარმოსადგენია მოსწავლის მიერ წინამდებარე კლასის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტი.

23.5. მობილობის შემთხვევაში, მოსწავლეთა პარალელურ კლასებში განაწილება ხდება მოსწავლეთა საჭიროების, სკოლის ხედვისა, მასწავლებლის და მშობლების/კანონიერი წარმომადგენლების მოსაზრებების/დასაბუთებული ინტერესების გათვალისწინებით

23.6. სკოლაში მოსწავლის ჩარიცხვისას იხსნება მოსწავლის პირადი საქმე.

23.7. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 19 სექტემბრის ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლეთა მობილობის წესის დამტკიცების“ შესახებ N193/ნ ბრძანების შესაბამისად მოსწავლის სხვა საგანმანათებლო დაწესებულებიდან მობილობის შემთხვევაში წარმოსადგენია შემდეგი დოკუმენტაცია: ა) განცხადება სკოლის რექტორის სახელზე; ბ) მოსწავლის პირადი საქმე/წინამდებარე კლასის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტი; გ) მიმდინარე შეფასება; ე) ცნობა საგნების მიხედვით გაცდენილი საათების შესახებ; ვ) ბრძანების ასლი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან ამორიცხვის შესახებ; ზ) დაბადების მოწმობის ნოტარიულად დამოწმებული ასლი; თ) სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ან მისი ტერიტორიული სამსახურის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება საქართველოს მოქალაქეობის, საქართველოში ბინადრობის ნებართვის, ან ბინადრობის მოწმობის მქონე მოსწავლისათვის პირადი ნომრის მინიჭება; ი) მშობლების პირადობის მოწმობების ასლები;

23.8. პირველკლასელთა პარალელურ კლასებში განაწილება ხდება მოსწავლეთა საჭიროების, სკოლის ხედვისა და მშობლების/კანონიერი წარმომადგენელბის მოსაზრებების გათვალისწინებით.

23.9. მოსწავლეს შეიძლება უარი ეთქვას სკოლაში ჩარიცხვაზე, თუ შემოსულ განცხადებათა რაოდენობა აჭარბებს სკოლაში მისაღებ მოსწავლეთა ადგილების კანონმდებლობით დადგენილ ოდენობას.

23.10დასაშვებია მოსწავლის პარალელურ კლასში გადასვლა. ამ საკითხს მშობლის განცხადების საფუძველზე წყვეტს სკოლის რექტორი.

მუხლი 24. სასწავლო პროცესის მონიტორინგის ფორმები;

24.1. სკოლა იყენებს სასწავლო პროცესის მონიტორინგის შემდეგ ფორმებს:

ა) მოსწავლეთა ცოდნისა და უნარ-ჩვევების შემოწმება სხვადასხვა ფორმით, სადიაგნოსტიკო ტესტი, ინტეგრირებული წერა, და სხვ.

ბ) სამოდელო გაკვეთილების ორგანიზება, გამოყენებული აქტივობების/მეთოდების, შედეგების და ა.შ. კათედრის სხდომაზე განხილვა.

გ) სკოლაში მიმდინარე სააღმზრდელო-სასწავლო პროცესის და რექტორატისა და მასწავლებელთა მუშაობის გამჭირვალობის მიზნით, შესაძლებელია, რექტორატის  და მშობლების ინფორმირებული თანხმობის შემთხვევაში, დაინტერესებული პირის ჩართვა სააღმზრდელო-სასწავლო პროცესის ნებისმიერ ეტაპზე.

დ) გაკვეთილზე დასწრება (წინასწარი შეთანხმებით) და გაკვეთილის კრიტიკულ-კონსტრუქციული ანალიზი.

ე) გაკვეთილზე დასწრება (წინასწარი შეთანხმების გარეშე) და გაკვეთილის კრიტიკულ- კონსტრუქციული ანალიზი.

ვ) სასწავლო პროცესის სხვადასხვა მიმართულების ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად კვლევების, მათ შორის პრაქტიკული კვლევების, ჩატარება;

ზ) შემაჯამებელი სამუშაოების ტიპების და საკითხების მუდმივი მონიტორინგი;

თ) მოსწავლეთა შეფასების რუბრიკების შექმნისა და გამოყენების მუდმივი მონიტორინგი;

ი)კონკრეტული მოსწავლეების (უპირველეს ყოვლისა, იგულისხმებიან ის მოსწავლეები, რომლებიც დაბალი აკადემიური მოსწრებით გამოირჩევიან და რეალური საფრთხის წინაშე დგანან, რომ არ ექნებათ დადებითი შეფასება) საჭიროებებსა და შესაძლებლობებზე მორგებული გეგმის შემუშავება (საგნის მასწავლებლის, დამრიგებლის და მშობლის ჩართულობით) და ამ გეგმის განხორციელების მუდმივი მონიტორინგი;

კ)მოსწავლეთა უკუკავშირის მიღება და მისი ანალიზი (მონაცემთა შეგროვების მეთოდები: გამოკითხვა, ინტერვიუ, ფოკუს-ჯგუფი და სხვ.);

ლ) მშობელთა უკუკავშირის მიღება და მისი ანალიზი (მონაცემთა შეგროვების მეთოდები: გამოკითხვა, ინტერვიუ, ფოკუს-ჯგუფი და სხვ.);

მ)სკოლაში დასაქმებულ პირთა პროფესიული საჭიროებების დადგენა, მისი ანალიზი და შესაბამისი ინტერვენციების დაგეგმვა-განხორციელება.

ნ)სკოლაში დასაქმებულ პირთა მხრიდან შესრულებული სამუშაოს ანგარიშის წარდგენა. მოთხოვნისამებრ.

ო) SWOT ანალიზი;

პ) სკოლის საშტატო განრიგით გათვალისწინებულ პირთა (გარდა პედაგოგების) და აგრეთვე ეკონომიკური შემოსავლებიდან დაქირავებულ პირთა საქმიანობის პერიოდული მონიტორინგი რექტორატის მიერ.

მუხლი 25.პროცესის შეფასების ფორმები:

25.1. სკოლის დირექცია სამოქმედო და სასკოლო სასწავლო გეგმის ფარგლებში შეიმუშავებს: მოსწავლის ცოდნის შეფასების/თვითშეფასების ფორმას; სასწავლო წლის განმავლობაში ოთხჯერ, სდანდარტით განსაზღვრული მისაღწევი შედეგების შუალედური და ფინალური ანალიზის ფორმას; დასაქმებულ პირთა შეფასების/თვითშეფასების ფორმას; მოსწავლეზე, მასწავლებელსა და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირებზე დაკვირვების, რაც გულისხმობს შინაგანაწესის, შრომითი ხელშეკრულების, მასწავლებლის პროფესიული სდანდარტის, ეთიკის კოდექსის, დირექტორის ბრძანების და სხვა შესრულებას და ხარისხის მონიტორინგის ფორმას; შეფასების შედეგების დემონსტრირების წესს, სიხშირეს, მახასიათებლებისა და გაზომვადი მაჩვენებლების ფორმას.

25.2. სასწავლო პროცესის დაგეგმვას, მართვას, მონიტორინგს, შეფასებას ახორციელებს რექტორატი.

მუხლი  26. კათედრა

კათედრის მუშაობის ფუნქციებია:

26.1. საგნობრივი ჯგუფის საგნის/საგნების სწავლების კოორდინაცია;

26.2. ერთმანეთის გამოცდილების გაზიარება, წარმატებების წინაპირობების განსაზღვრა და პრობლემების გადაჭრის გზების ძიება;

26.3. სწავლების ხარისხის ამაღლება da სახელმძღვანელოების შერჩევა;

26.4. შეფასების კრიტერიუმების შემუშავება და აღწერა;

26.5. სხვა საგნობრივი ჯგუფების მასწავლებლებთან კოორდინირებული  მუშაობა (მაგ. ისტორიასა და ქართულში საერთო თემატიკის შეთანხმება, ექსკურსიებზე საერთო დავალებების მოფიქრება და სხვა.).

26.6. პროფესიული განვითარების გზების დასახვა;

26.7.რეკომენდაციების შემუშავება დამხმარე სასწავლო მასალებისა და ბიბლიოთეკისთვის საჭირო წიგნების შესახებ;

26.8. რეკომენდაციების შემუშავება ახალი მეთოდოლოგიებისა და მიდგომების შესახებ;

26.9. რეგულარული შეხვედრების ორგანიზება (დღის წესრიგის მომზადება, საჭიროების შემთხვევაში ოქმებისა და საბუთების წარმოება).

26.10. პროფესიული განვითარებისთვის საჭირო ღონისძიებების ორგანიზება (ტრენინგების, კონფერენციების და სხვ. მოწყობა).

26.11. კათედრის წევრები იკრიბებიან სემესტრში, მინიმუმ, ორჯერ. ამ შეკრებებზე ხდება ეროვნული სასწავლო გეგმის საგნობრივი პროგრამებისა და, შესაბამისად, არჩეული სახელმძღვანელოების განხილვა.

26.12. წინასწარ იგეგმება, თუ რა საჭიროებები ექნებათ მასწავლებლებს წლის განმავლობაში; რა პრობლემების გადაჭრა იქნება აუცილებელი; რა რესურსების გამოყენება იქნება საჭირო ეფექტურად სწავლებისათვის და ა.შ.

26.13. სემესტრების ბოლოს კათედრის შეხვედრისას ასევე უნდა გადაიხედოს საგანმანათლებლო სტანდარტის შესრულების მიმდინარეობა. ამ დროისთვის უნდა გამოვლინდეს პრობლემები და გაკეთდეს შეფასება, თუ რა ხერხებით იქნება შესაძლებელი ყველა მოსწავლისთვის საგნობრივ პროგრამებში აღწერილი შედეგების მიღწევა.

მუხლი 27. მოსწავლეთა შეფასება

27.1. შეფასების მიზნიდან გამომდინარე, მოსწავლეთა შემოწმება დაკავშირებულია არამხოლოდ სწავლების შედეგთან, არამედ სწავლის პროცესთან. ამის უზრუნველსაყოფად სკოლაში გამოიყენება ორი ტიპის შეფასება: განმსაზღვრელი და განმავითარებელი.

27.2. განმსაზღვრელი შეფასება  ადგენს ცოდნის განსაზღვრის დონეს,  თუ რამდენად დაეუფლა იგი საგნობრივი პროგრამებით განსაზღვრულ ცოდნასა და უნარ-ჩვევებს, რამდენად  დაშორდა ან მიუახლოვდა ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ მიზნებს. განმსაზღვრელი შეფასება აკონტროლებს სწავლის ხარისხს, იგი განსაზღვრავს თითოეული მოსწავლის ცოდნის დონეს.

27.3. განმავითარებელი შეფასების მიზანია სწავლის ხარისხის გაუმჯობესების უზრუნველყოფა, თითოეული მოსწავლისათვის არსებობს შეფასების რუბრიკები და რვეულები კომენტარებით, სადაც გარკვეული სიხშირით (მინიმუმ კვირაში ერთხელ) ხდება სიტყვიერი შეფასება მისი  მაქსიმალურად განვითარებისათვის.

განმავითარებელი შეფასებისას მასწავლებელი მოსწავლეთა საქმიანობას ამოწმებს არა მათი მიღწევის დონის განსასჯელად და ნიშნების დასაწერად, არამედ მათ დასახმარებლად. იგი აკვირდება თითოეულ მოსწავლეს სწავლის პროცესში, შეისწავლის მათ საჭიროებებს, რათა ამ მოთხოვნილებათა გათვალისწინებით დაგეგმოს საგაკვეთილო პროცესი და თითოეულ მათგანს მაქსიმალურად შეუწყოს ხელი წინსვლაში. მასწავლებელი ქმნის თანამშრომლობით და კონსტრუქციულ სასწავლო გარემოს, სადაც მოსწავლეებს არ აფერხებთ არც მარცხის და არც წარუმატებლობის შიში. მათ ნებისმიერ შემთხვევაში მასწავლებლის რჩევისა და მხარდაჭერის იმედი აქვთ. ასეთ გარემოში თითოეული მოსწავლე, ცოდნის დონის მიუხედავად, ახალი ცოდნის შეძენით, გამოცდილების გამდიდრებითა თუ უნარების გაუმჯობესებითაა დაკავებული.

განმავითარებელი შეფასების პროცესში მასწავლებელთან ერთად ჩართულები არიან მოსწავლეებიც. ისინიც ცდილობენ, მასწავლებლის დახმარებით, დაადგინონ საკუთარი მოთხოვნილებები, ძლიერი და სუსტი მხარეები, შემაფერხებელი ფაქტორები. ამ პროცესებში ჩართვა აყალიბებს მათში თვითშეფასებისა და თვითგანვითარების უნარ-ჩვევებს, ზრდის მათ ქმედუნარიანობასაც და პასუხისმგებლობასაც. არსებობს მოსწავლეთა გამოკითხვის რუბრიკები, რის საშუალებითაც ვადგენთ მათ ნაკლს სწავლაში და წარმატების მიღწევაში ვეხმარებით.

მნიშვნელოვანია, ხაზი გაესვას იმ ფაქტს, რომ განმავითარებელი შეფასების შემთხვევაში, მოსწავლე ფასდება საკუთარ თავთან, საკუთარ მიღწევებთან  და  არა – ყველასათვის საერთო ნორმასთან მიმართებით, რათა მან დაინახოს საკუთარი წინსვლა და ირწმუნოს, რომ შეუძლია  სიძნელეთა ეტაპობრივად გადალახვა.

განმავითარებელი შეფასებისას უპირატესად გამოიყენება ისეთი საშუალებები, როგორებიცაა სიტყვიერი კომენტარი, რჩევა-დარიგება, დაკვირვების ფურცლები, თვითშეფასებისა და ურთიერთშეფასების სქემები, ცოდნის ათვისების, ან უნარის განვითარების ეტაპების გამომხატველი დონეები. ათვისების თუ ფლობის დონეებით შედგენილი შეფასების ან თვითშეფასების სქემები მასწავლებელსაც და მოსწავლესაც საშუალებას აძლევს, დინამიკაში დაინახოს კონკრეტული ცოდნის თუ უნარის ათვისების პროცესი.

ქულები შეფასების დონეები
10 მაღალი 
9
8 საშუალოზე მაღალი
7
6 საშუალო
5
4 საშუალოზე დაბალი
3
2 დაბალი
1

მუხლი 28. მოსწავლეთა შეფასების სისტემა

28.1.   I-IV კლასებში სემესტრისა და წლიურ შეფასებას კომენტარების სახით წერს თითეული საგნის პედაგოგი, შემდეგ კლასის დამრიგებელი ახდენს შეჯამებას. კომენტარში უნდა იყოს მითითებული მოსწავლის წარმატებები და რჩევები საკუთარი შესაძლებლობების უკეთ გამოვლენისთვის. აღნიშნულ ინფორმაციას კლასის დამრიგებელი აცნობს მშობლებს.

28.2.  V-XII კლასებში მოსწავლის შეფასება ხდება 10 ქულიანი სისტემით.

სამრევლო სკოლაში შეფასების სისტემა არის ხუთდონიანი და ათქულიანი. 10 საუკეთესო ნიშანია, 1 კი – ყველაზე დაბალი. ათქულიანი სისტემა, ერთი მხრივ, უფრო ზუსტი შეფასების საშუალებას იძლევა, მეორე მხრივ, მეტ საშუალებას აძლევს მასწავლებელს, აჩვენოს მოსწავლეს საკუთარი პროგრესი თუ რეგრესი. შეფასების სისტემა ათბალიანი და ხუთდონიანია დაბალი 1-2 ქულა; საშუალოზე დაბალი – 3ვ -4 ქულა; საშუალო 5-6, ქულა; საშუალოზე მაღალი 7-8, მაღალი 9-10 ქულა.  შეფასება ხდება  სამი კომპონენტის მიხედვით  (საშინაო დავალება, საკლასო დავალება, შემაჯამებელი დავალება).

28.3. V-XII კლასებში საგანში „სპორტი“, საღვთო სჯულის, სახარების განმარტება მოსწავლე ფასდება ჩათვლის სისტემით: ჩაეთვალა/არ ჩაეთვალა.

დამატებითი საგნებისთვის (სახარების განმარტება) არსებობს შესაბამისი  თემატურ-კალენდარული გეგმა კლასების მიხედვით.

28.4.  I-IV კლასებში მოსწავლეთა წლიური შეფასება ნიშნებით არ ხდება. ამ კლასებში სემესტრის ბოლოსა და წლის ბოლოს კლასის დამრიგებელმა საკუთარი და სხვა მასწავლებლებისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე უნდა დაწეროს მოკლე შემაჯამებელი წერილობითი შეფასება, რომელშიც დაახასიათებს მოსწავლეს, აღნიშნავს მის წარმატებებს და მიუთითებს, რაში სჭირდება გავარჯიშება მოსწავლეს საკუთარი შესაძლებლობების უკეთ გამოსავლენად.

28.5. ყველა სხვა დანარჩენ საკითხებს შეფასებასა და გაცდენებზე არეგულირებს ეროვნული სასწავლო გეგმა, რომელსაც

ეთანხმება სკოლის პედაგოგიური საბჭო.

მუხლი 29. სასწავლო წლის დამამთავრებელი გამოცდა

29.1. სასწავლო წლის დამამთავრებელი გამოცდა ინიშნება სასწავლო წლის ბოლოს V-X კლასებში სასკოლო სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ შემდეგ საგნებში:

V-VI კლასში: ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა

VII – VIII კლასში: ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, უცხო ენა

IX-კლასში: ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, უცხო ენა; ფიზიკა

X კლასში: ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, უცხო ენა, ბიოლოგია

29.2. გამოცდები ინიშნება რექტორის ბრძანების საფუძველზე. კოორდინაციას გაუწევს სასწავლო პროცესის კოორდინატორი. გამოცდის ნიშანს გავლენა ექნება საგნის წლიურ ნიშანზე.

29.3. თუ მოსწავლემ ვერ გადალახა კონკრეტულ საგანში/საგნებში ბარიერი (მინიმალური შეფასება მიიღო 5.1 – ზე დაბალი), მოსწავლეს დაენიშნება საშემოდგომო გამოცდა შესაბამის საგანში/საგნებში.

საშემოდგომო გამოცდამდე სკოლა გაუწევს კონსულტაციებს მოსწავლეებს იმ საგანში/საგნებში, რომლებშიც მათ ვერ გადალახეს დადგენილი ბარიერი.

საშემოდგომო გამოცდის ჩატარება განისაზღვრება სასკოლო პროცესის კოორდინატორის მიერ ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე.

მოსწავლე საგნის/საგნების წლიურ შეფასებას იღებს საშემოდგომო გამოცდის საფუძველზე (ანუ საშემოდგომო გამოცდის ნიშანი ხდება საგნის წლიური ნიშანი).

მუხლი 30. ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდა

30.1. ამ გამოცდას აბარებენ ის მოსწავლეები, რომლებიც განსაზღვრულია „ექსტერნატის ფორმით მიღებული განათლების სერტიფიცირების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 5 მარტის №15/ნ ბრძანებით.

მუხლი 31. კლასის დამრიგებელი

31.1.  მოსწავლეთა საინფომაციო ბაზის შექმნის მიზნით მოიპოვებს ყველა მშობლის  საკონტაქტო ინფორმაციას

31.2.  ატყობინებს მშობელს მოსწავლის მხრიდან დისციპლინური დარღვევის ჩადენის შესახებ და ხელს უწყობს მის ჩართვას დისციპლინურ ღონისძიებებში

31.3.  ეხმარება მოსწავლეს  აკადემიური თუ სხვა პრობლემის გადაჭრაში;

პრობლემების წარმოქმნის შემთხვევაში ასრულებს  შუამავლის ფუნქციას მოსწავლეს, მშობელსა და მასწავლებელს შორის.

31.4 . აცნობს მშობლებს, თვეში ერთხელ, შვილის ყოფაქცევისა და აკადემიური მოსწრების საკითხებს

31.5.  რეაგირებს მოსწავლეთა ქცევის კოდექსის  დარღვევის შემთხვევებზე და მოქმედებს შინაგანაწესის შესაბამისად

31.6.  დროულად ცხადდება სკოლაში, – გაკვეთილების დაწყებამდე, არა უგვიანეს, 15 წუთით ადრე და საგაკვეთილო პროცესის დასრულებამდე აკონტროლებს კლასის დღის რეჟიმს და მოსწავლეთა დისციპლინას

31.7.  ახორციელებს სადამრიგებლო კლასის მოსწავლეების დასწრების ყოველდღიურ შემოწმებას

31.8.  სასწავლო წლის დასაწყისშივე ახორციელებს მოსწავლისა და მისი მშობლების ინფორმირებას მოსწავლის მიერ გაკვეთილების გაცდენის გამო მოსალოდნელი სავარაუდო შედეგების შესახებ

31.9.  უზრუნველყოფს მოსწავლის მოძრაობის ინფორმაციის მიწოდებას ადმინისტრაციისათვის

31.10. აცნობს მშობლებს შვილის აკადემიური მოსწრების შესახებ ინფორმაციას ინდივიდუალური შეხვედრებით

31.11. არკვევს მოსწავლის მიერ გაკვეთილების გაცდენის მიზეზს

31.12.  საგნების მასწავლებლებისაგან პერიოდულად იღებს  ინფორმაციას თავისი  სადამრიგებლო კლასის მოსწავლეების აკადემიური მოსწრების, პიროვნული პრობლემებისა თუ ზოგადი წარმატებების შესახებ

31.13. ზუსტად შეაქვს საკლასო ჟურნალში, ყოველი სემესტრისა და წლის ბოლოს, თავისი სადამრიგებლო კლასის მოსწავლეების გაცდენები და საგნის მასწავლებლების მიერ მოსწავლეთა მიმდინარე განმსაზღვრელი შეფასების საფუძველზე გამოყვანილი განმსაზღვრელი სემესტრული და წლიური შეფასება

31.14.ოფიციალურად აფრთხილებს მშობელს შვილის მიერ გაკვეთილების არასაპატიო გაცდენებისა და დაბალი აკადემიური მოსწრების შესახებ

31.15.  როგორც მრჩეველი მოსწავლეს ეხმარება კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარებაში, უკეთ განვითარებაში, მომავალი პროფესიის არჩევაში, ხელს უწყობს  მიდრეკილებების გამოვლენაში,  სპორტულ წრეებსა და კლუბებში ჩართვაში და სხვ.

31.16. აწესრიგებს  თავისი სადამრიგებლო კლასის მოსწავლეების დოკუმენტაციას

31.17. უზრუნველყოფს სასწავლო-აღმზრდელობითი ღონისძიებების დაგეგმვა-ჩატარებას, სადამრიგებლო საათის პროგრამის განხორციელებას

31.18. სასწავლო წლის ბოლოს,  სადამრიგებლო კლასის თითოეული მოსწავლის აკადემიური მოსწრების, გაკვეთილზე დასწრებისა და ქცევის ანალიზის საფუველზე თითოეულ მოსწავლეზე წერს დახასიათებას, სადაც აღწერს: მოსწავლის ძლიერ და სუსტ მხარეებს, მოსწავლის აკადემიურ მოსწრებას, პიროვნულ პრობლემებსა და ზოგად წარმატებებს, მის შესაძლო მონაწილეობას წრეებში, სპორტულ შეჯიბრებებსა თუ სხვა ღონისძიებებში.

თავი VI. შრომის დისციპლინა

მუხლი 32. ზეგანაკვეთური სამუშაო

32.1. ზეგანაკვეთურ სამუშაოდ მიიჩნევა მხარეთა შეთანხმებით დასაქმებულის მიერ სამუშაოს შესრულება დროის იმ მონაკვეთში, რომლის ხანგრძლივობა აღემატება კვირაში 40 საათს.

  1. 2. ზეგანაკვეთური სამუშაო ანაზღაურდება ხელფასის საათობრივი განაკვეთის გაზრდილი ოდენობით. ხელფასის საათობრივი განაკვეთის გაზრდილი ოდენობა განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით. დასაქმებული თანხმობით შესაძლებელია ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების სანაცვლოდ მისთვის დამატებითი დასვენების დროის მიცემა.

32.3. დამატებითი დასვენება დასაქმებულს შეიძლება მიეცეს მის მიერ ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულების შემთხვევაში შრომითი ხელშეკრულების განსაზღვრული პირობის საფუძველზე, შესრულებული სამუშაოს პროპორციულად.

32.4.დამატებითი დასვენების დროის მოთხოვნის უფლება დასაქმებულს წარმოეშობა შრომითი ხელშეკრულების გაფორმებიდან არანაკლებ 3 თვის თავზე და შეუძლია გამოიყენოს მოსწავლეთა არდადეგების პერიოდში სახელშეკრულებო ვადის განმავლობაში.

32.5.ზეგანაკვეთური სამუშაოს სანაცვლოდ მიღებული დამატებითი დასვენების დრო ანაზღაურდება შრომის კოდექსის მუხლი 26 შესაბამისად.

მუხლი 33. წახალისების ფორმები

33.1. სამსახურებრივ მოვალეობათა სანიმუშო შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის, სკოლის მიზნების შესაბამისი განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის სამუშაოს შესრულებისათვის, საგანმანათლებლო პროცესში განსაკუთრებულად თავის გამოჩენისათვის დასაქმებულთა მიმართ შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს წახალისების შემდეგი ფორმები: ა) მადლობის გამოცხადება ბ) საპატიო სიგელით დაჯილდოება გ) ერთჯერადი (ფულადი) პრემიის გაცემა

33.2.მიღწეული შედეგების პროპორციულად, დასაქმებული სასწავლო წლის განმავლობაში შეიძლება დაჯილდოვდეს სკოლის მისიისა და მიზნების შესაბამის აქტივობაში/აქტივობებში ისეთი წარმატების მიღწევისთვის, რომელიც ხასითდება მასშტაბურობით, სარგებლიანობით სკოლის შიდა შეფასების ჯგუფის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და მასში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების, უნივერსიტეტების და სამთავრობო/არასამთავრობო ორგანიზაციების აღიარებით.

33.3.დასაქმებული სასწავლო წლის განმავლობაში ერთხელ შეიძლება წახალისდეს შემდეგ ნომინიაციებში შეფასების შედეგების დემონსტრირების წესის, სიხშირის, მახასიათებლებისა და გაზომვადი მაჩვენებლების მიხედვით: ნომინაციები ა)წლის საუკეთესო მასწავლებელი ბ)წლის საუკეთესო დამრიგებელი გ)წლის საუკეთესო დამწყები მასწავლებელი დ)წლის საუკეთესო კათედრა ე)წლის საუკეთესო კათედრის ხელმძღვანელი ვ)წლის საუკეთესო თანამშრომელი

  1. 4.დასაქმებულის მიმართ შეიძლება ერთდროულად გამოყენებული იქნეს წახალისების რამდენიმე ფორმა.

მუხლი 34. წახალისების გამოყენების წესი

34.1. დასაქმებულის წახალისების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სკოლის რექტორი საკუთარი ინიციატივით ან რექტორატის წევრის/წევრების არგუმენტირებული დასაბუთების საფუძველზე.

34.2. წახალისების შესახებ გადაწყვეტილება ფორმდება სკოლის რექტორის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით და ინახება დასაქმებულის პირად საქმეში.

თავი VII. დისციპლინის დარღვევის რეგულაციები

მუხლი 35. სამსახურში დაგვიანებით გამოცხადებისა და გამოუცხადებლობის რეგულაცია

35.1. დასაქმებულის სამსახურში გამოუცხადებლობა შესაძლებელია ჩაითვალოს საპატიოდ ან არასაპატიოდ.

35.2. სამსახურში დაგვიანების ან სამუშაო დროის განმავლობაში სამსახურის დროზე ადრე დატოვების შემთხვევაში, დასაქმებული ვალდებულია, წინასწარ (მინიმუმ ნახევარი საათით ადრე) გააფრთხილოს სკოლის რექტორატი გამოუცხადებლობის/სამუშაო დროის განმავლობაში სამსახურის დროზე ადრე დატოვების შესახებ, სამსახურში არყოფნის სავარაუდო პერიოდის თაობაზე, შესაბამისი აუცილებლობისა და მიზეზების მითითებით. აღნიშნულის შესახებ წერილობით ახნა-განმარტებას აკეთებს სასწავლო პროცესის კოორდინატორი და ასახავს ამას ტაბელში (გაცდენილი დრო ჩაითვლება საპატიოდ და არ ანაზღაურდება).

35.3. დასაქმებულის სამსახურში არყოფნა საპატიოდ ითვლება შემდეგ შემთხვევაში: ა. კუთვნილი ანაზღაურებადი/ანაზღაურების გარეშე შვებულება ბ. მივლინება  გ. შრომის კოდექსით გათვალისწინებული შრომითი ურთიერთობების შეჩერების საფუძვლები.

35.4. ყველა ზემოთ დასახელებულ შემთხვევაში, ანაზღაურება მოხდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. გამოუცხადებლობა არასაპატიოდ ჩაითვლება ამავე მუხლის გაწერილი საფუძვლების გარდა, ყველა დანარჩენ შემთხვევაში.

35.5. არასაპატიო მიზეზით სკოლაში დაგვიანება, გამოუცხადებლობა ან სამუშაო დროის განმავლობაში სამსახურის მიტოვება განიხილება დისციპლინურ გადაცდომად და დასაქმებულზე გავრცელდება დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები ამ შინაგანაწესით დადგენილი წესით, ასევე, დასაქმებულს ხელფასიდან დაუკავდება გაცდენილი სამუშაო დროის შესაბამისი ანაზღაურება.

35.6.რექტორატი აკონტროლებს დასაქმებულთა მხრიდან ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.

35.7. დაგვიანებისა და გაცდენის ყოველი შემთხვევა უნდა ეცნობოს სკოლის რექტორატს, ხოლო დასაქმებული ვალდებულია წარმოადგინოს შესაბამისი ახსნა-განმარტება. სასჯელის დადებამდე შრომის დისციპლინის დამრღვევს უნდა მოეთხოვოს წერილობითი ახსნა-განმარტება, თანამშრომლის უარი ახსნა-განმარტების მიცემაზე (რაც დასტურდება აქტით) არ შეიძლება ჩაითვალოს წინააღმდეგობად, მის მიმართ დისციპლინური სასჯელის გამოყენებისათვის.

მუხლი 36. დასაქმებულთა ჩაცმულობის წესი:

36.1. დასაქმებული ვალდებულია იმოსებოდეს საქმიანი სტილით: ა. იმოსებოდეს სადად; ბ. არ უნდა იქცევდეს ყურადღებას, (ჩაცმულობა, რომელიც გამოკვეთს სხეულის კონტურებს, არის გამჭვირვალე, ტანისამოსი, რომელიც არის მუხლს ზემოთ არა უმეტეს 5 სანტიმეტრისა, ტანსაცმელი, რომელსაც გული ღრმად აქვს ამოჭრილი და არ ფარავს მკერდს, მხრებს და ზურგის ზედა ნაწილს. კაბა, რომლის შეჭრის სიგრძე არ აღემატება მუხლს ზემოთ 5 სანტიმეტრს). დაუშვებელია სკოლაში ე.წ. შორტებით და ბრეტელებიანი მაისურით სიარული. გ. ჩაცმულობა უნდა შეესაბამებოდეს ზოგადი განათლების შესახებ კანონისა და მასწავლებლის ეთიკის კოდექსის მოთხოვნებს; დ. მუდმივად უნდა იყოს მოწესრიგებული და იცავდეს პირადი ჰიგიენის წესებს; ე. მასწავლებელის მაკიაჟი უნდა იყოს მსუბუქი და აქსესუარები არ უნდა იქცევდეს მოსწავლეთა ზედმეტ ყურადღებას; ვ.მასწავლებელი სამუშაოზე უნდა გამოცხადდეს სასწავლო პროცესისთვის ადაპტირებული და მისთვის მოსახერხებელი ფეხსაცმლით.

მუხლი 37. დისციპლინური დევნა

37.1. დისციპლინური დევნა არის სკოლის მიერ ჩატარებულ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელთა მიზანია მოსწავლის ან დასაქმებულის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის გამოვლენა.

37.2. სასკოლო დისციპლინა დაცული უნდა იქნეს იმ მეთოდების მეშვეობით, რომლებიც ეფუძნება მოსწავლის და მასწავლებლის თავისუფლებისა და ღირსების პატივისცემას.

  1. 3. სკოლის შინაგანაწესით დადგენილი მოთხოვნები, დისციპლინური დევნა და სახდელი უნდა იყოს გონივრული, დასაბუთებული და თანაზომადი.
  2. 4. დისციპლინური დევნა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ სკოლის შინაგანაწესით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, ჯეროვანი და სამართლიანი პროცედურით.

37.5. დისციპლინური დევნისას სკოლა ვალდებულია განუმარტოს მოსწავლეს ან დასაქმებულს მის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის არსი.

37.6. დაუშვებელია სასტიკი ან ისეთი დისციპლინური სახდელის გამოყენება, რომელიც ლახავს პირის პატივსა და ღირსებას.

37.7. ერთი დისციპლინური გადაცდომისათვის შეიძლება დაკისრებულ იქნეს დისციპლინური სახდელის მხოლოდ ერთი სახე.

37.8. დაუშვებელია სკოლის მიერ დისციპლინური სახდელის დაკისრება იმ ქმედებისთვის, რომელიც დასაქმებულმა ან მოსწავლემ ჩაიდინა სასკოლო დროისგან თავისუფალ დროს ან სკოლის ტერიტორიის გარეთ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სკოლას აქვს დასაბუთებული ინტერესი.

37.9. დისციპლინური სახდელის დაკისრებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის შინაარსი, სიმძიმის ხარისხი, ის შედეგი, რაც პირდაპირ მიზეზობრივ კავშირშია ჩადენილ დისციპლინურ გადაცდომასთან.

მუხლი 38. დასაქმებულის დისციპლინური გადაცდომა

38.1. დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის დასაქმებულს ეკისრება დისციპლინური სახდელი;

38.2. დასაქმებულის დისციპლინური გადაცდომაა: ა) დასაქმებულის მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა, სკოლის შინაგანაწესის ან/და სკოლის წესდების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება; ბ) დასაქმებულის მიერ სამსახურებრივი მოვალეობისადმი დაუდევარი დამოკიდებულება; გ) დასაქმებულის, მოსწავლის ან სკოლის დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი, ზნეობრივ – ეთიკური ნორმების დარღვევა. დ) დასაქმებულის ქმედება, რომელიც ლახავს სკოლის ავტორიტეტს; ე) მასწავლებლის მიერ მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსის დარღვევა. ვ) მოსწავლის ფიზიკური ან სიტყვიერი შეურაცხყოფა ან/და მასზე ემოციური და ფსიქოლოგიური ზეწოლის წარმოება; ზ) მოსწავლის პირად ცხოვრებაში ჩარევა; თ) კონფიდენციალობის პრინციპის დარღვევა; ი) სკოლის ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე ალკოჰოლის, ნარკოტიკული ან სხვა ტოქსიკური საშუალებების მიღება; კ) სამსახურში გამოცხადება არაფხიზელ მდგომარეობაში, ასევე ნარკოტიკული ან ტოქსიკური საშუალებების ზემოქმედების ქვეშ; ლ) სკოლისათვის შეგნებულად ან დაუდევრობით მატერიალური / ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების შექმნა; მ) სკოლის ტექნიკისა და აღჭურვილობის, კომპიუტერული ქსელების, ელექტრონული ფოსტის, ტელეფონების, ბლანკების და დოკუმენტების უნებართვოდ ან არასათანადოდ გამოყენება; ნ) სკოლის ტერიტორიაზე ან სასკოლო დროს უსაფრთხოების წესების დარღვევა; ო) სკოლის ტერიტორიაზე თამბაქოს მოხმარება. პ) ტექნიკური უსაფრთხოების წესების დარღვევა, რასაც მოჰყვება უარყოფითი შედეგი; ჟ) სკოლის ქონების განზრახ დაზიანება; რ) რექტორატის  წევრის/სკოლაში დასაქმებულის/მოსწავლის მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის/სკოლის ტერიტორიაზე შემოსული გარეშე პირის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა; ს) სკოლის რეპუტაციის ან ფინანსური ინტერესის შემლახველი ქმედება; ტ) სამსახურში დაგვიანება, დაუსაბუთებლად და გაუფრთხილებლად სამუშაოს გაცდენა ან სამუშაო დროის განმავლობაში სამსახურის დატოვება; უ) დასაქმებულისთვის შეუფერებელი სხვა საქმიანობა

მუხლი 39. დისციპლინური სახდელები

39.1. დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის, დასაქმებულის მიმართ გამოიყენება შემდეგი დისციპლინური სახდელები: ა) შენიშვნა; ბ) საყვედური; გ) სასტიკი საყვედური; დ)არაუმეტეს ათი სამუშაო დღის ხელფასის დაკავება; ე) სამსახურიდან გათავისუფლება.

39.2. დისციპლინური სახდელის სახით შენიშვნა გამოიყენება: დისციპლინური სახდელის არმქონე დასაქმებულის მიერ ამ შინაგანაწესით გათვალისწინებული უმნიშვნელო დისციპლინური გადაცდომის ჩადენისთვის, რომლის ჩადენისთვისაც არ არის გათვალისწინებული უფრო მკაცრი დისციპლინური სახდელი.

39.3. დისციპლინური სახდელის სახით საყვედური გამოიყენება: დასაქმებულის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის ჩადენისას, თუ მის მიმართ გამოყენებულია დისციპლინური პასუხისმგებლობის წინა ზომა (შენიშვნა) ან დასაქმებულის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის სისტემატურად ჩადენისას, რის გამოც მიზანშეწონილია მის მიმართ დისციპლინური სახდელის სახით საყვედურის გამოყენება დისციპლინური პასუხისმგებლობის წინა ზომის გამოყენების გარეშე.

39.4. დისციპლინური სახდელის სახით სასტიკი საყვედური გამოიყენება:დასაქმებულის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის ჩადენისას, თუ მის მიმართ გამოყენებულია დისციპლინური პასუხისმგებლობის წინა ზომა (საყვედური) ან პირდაპირ, დისციპლინური პასუხისმგებლობის წინა ზომების გამოყენების გარეშე: ა) მოსწავლეზე ემოციური ან ფსიქოლოგიური ზეწოლისათვის; ბ) მოსწავლის/რექტორატის წევრის/სკოლაში დასაქმებულის/მოსწავლის მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის/სკოლის ტერიტორიაზე შემოსული გარეშე პირის სიტყვიერი შეურაცხყოფისათვის; გ) მასწავლებლის მიერ გაკვეთილის შეგნებული ჩაშლისათვის; დ) სისტემატური დაგვიანებისთვის, დაუსაბუთებლად და გაუფრთხილებლად სამუშაოს სისტემატურად გაცდენისთვის ან სამუშაო დროის განმავლობაში სამსახურის სისტემატურად დატოვებისთვის; ე) უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევისათვის;

39.5. დისციპლინური სახდელის სახით არა უმეტეს ათი სამუშაო დღის ხელფასის დაკავება გამოიყენება: დასაქმებულის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის ჩადენისას, თუ მის მიმართ გამოყენებულია დისციპლინური პასუხისმგებლობის წინა ზომა (სასტიკი საყვედური) ან პირდაპირ, დისციპლინური პასუხისმგებლობის წინა ზომების გამოყენების გარეშე: ა) სკოლის ქონების დაზიანების შემთხვევაში; ბ) სკოლისათვის მატერიალური ზარალის მიყენებისათვის.

39.6. დისციპლინური სახდელის სახით სამსახურიდან გათავისუფლება გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ დისციპლინური პასუხისმგებლობის წინა ზომებმა შედეგი არ გამოიღო და დასაქმებულის მიერ ჩადენილი გადაცდომის ხასიათიდან და სიმძიმიდან გამომდინარე მიზანშეწონილია მისი გათავისუფლება ან პირდაპირ, დისციპლინური პასუხისმგებლობის წინა ზომების გამოყენების გარეშე: ა) მოსწავლის/რექტორატის წევრის/სკოლაში დასაქმებულის/მოსწავლის მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის/სკოლის ტერიტორიაზე შემოსული გარეშე პირის ფიზიკური შეურაცხყოფისათვის; ბ) სკოლისათვის მნიშვნელოვანი მატერიალური ზარალის მიყენებისათვის;გ) 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ი“ და „კ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში;

39.7. დისციპლინური გადაცდომის ჩადენა დისციპლინური სახდელის გაქარწყლებამდე ან ვადაზე ადრე მოხსნამდე უკვე შეფარდებულ დისციპლინურ სახდელზე უფრო მძიმე დისციპლინური სახდელის გამოყენების საფუძველია;

39.8. დისციპლინური სახდელის დადებამდე დასაქმებულს უნდა ჩამოერთვას წერილობითი ახსნა- განმარტება. ახსნა-განმარტების არარსებობის შემთხვევაში შედგენილ უნდა იქნეს აქტი, რომელიც ხელმოწერილი იქნება დამსწრე პირთა მიერ.

მუხლი 40. საქმის გარემოებათა გამოკვლევა

40.1. სკოლის რექტორი ვალდებულია დისციპლინური წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და დისციპლინური სახდელის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

40.2. დაინტერესებული მხარე ვალდებულია კანონმდებლობით დადგენილი წესით ითანამშრომლოს სკოლის რექტორთან დისციპლინური წარმოებისას.

40.3. საქმის გარემოებებიდან გამომდინარე სკოლის რექტორი უფლებამოსილია: ა) გამოითხოვოს დოკუმენტები; ბ) შეაგროვოს ცნობები; გ) მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს; დ) დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი; ე) დანიშნოს ექსპერტიზა; ვ) გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები; ზ) მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.

40.4. დასაქმებულს უფლება აქვს დისციპლინური დევნისას ისარგებლოს დუმილის უფლებით. დუმილის უფლება არ ათავისუფლებს მას დისციპლინური პასუხისმგებლობისაგან.

40.5. დისციპლინურ წარმოებაში მონაწილე დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს წარადგინოს მტკიცებულებები, აგრეთვე შუამდგომლობები საქმის გარემოებათა გამოკვლევის თხოვნით.

40.6. შუამდგომლობასთან დაკავშირებით სკოლის რექტორი 2 დღის ვადაში იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) შუამდგომლობის დაკმაყოფილების შესახებ; ბ) შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.

40.7. დისციპლინურ წარმოებაში მონაწილე დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს გაეცნოს დისციპლინური წარმოების მასალებს, გარდა იმ მასალებისა, რომელიც შეიცავს კანონმდებლობით გათვალისწინებულ საიდუმლო ინფორმაციას.

40.8. დისციპლინურ წარმოებაში მონაწილე დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს მოითხოვოს დისციპლინურ წარმოებაში არსებული დოკუმენტებისა და სხვა მასალების ასლები. დისციპლინურ წარმოებაში მონაწილე დაინტერესებულ მხარეს, კანონმდებლობით გათვალისწინებული საიდუმლო ინფორმაციის შემცველი საქმის მასალების ასლები გადაეცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 41. დისციპლინური სახდელის ვადაზე ადრე მოხსნა და მოქმედების ვადა

41.1. დასაქმებულის დისციპლინური სახდელის მოქმედების ვადაა 1 წელი.

41.2. დისციპლინური სახდელი შეიძლება ვადაზე ადრე იქნას მოხსნილი, თუ დასაქმებულმა არ ჩაიდინა ახალი გადაცდომა და თავი გამოიჩინა როგორც კეთილსინდისიერმა თანამშრომელმა.

41.3. დისციპლინური სახდელის ვადაზე ადრე მოხსნა ფორმდება სკოლის რექტორის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით და შეიტანება დასაქმებულის პირად საქმეში.

  1. 4. დისციპლინური სახდელის მოქმედების ვადის გასვლის შემდგომ ან დისციპლინური სახდელის ვადაზე ადრე მოხსნის შემთხვევაში ჩაითვლება, რომ დასაქმებულს არ ჰქონია დაკისრებული დისციპლინური სახდელი.
  2. 5. დისციპლინური სახდელის მოქმედების პერიოდში დასაქმებულის მიმართ არ გამოიყენება წახალისების ფორმები. გამონაკლისი შეიძლება დადგინდეს სკოლის რექტორის დასაბუთებული გადაწყვეტილებით.

თავი VIII-მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის  უფლებამოვალეობანი

მუხლი 42. მოსწავლეთა მშობლის უფლებამოვალეობები

42.1. სკოლაში მოსწავლის ჩარიცხვისას მოსწავლის მშობელთან (კანონიერ წარმომადგენელთან) ფორმდება ხელშეკრულება, რომელშიც ასახულია სკოლისა და მშობლის ურთიერთვალდებულებები და პასუხისმგებლობები და დავის წარმოშობის შემთხვევაში – გასაჩივრების მექანიზმები.

  1. 2. ხელშეკრულების დარღვევა შესაძლებელია,   თუ   ორივე   მხარე   თანახმაა   დაარღვიოს ხელშეკრულება ან ერთ-ერთი მხარე არ  შეასრულებს   ხელშეკრულებით     გათვალისწინებულ პირობებს.

42.3. მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი ვალდებულია, უზრუნველყოს საკუთრი შვილის მიერ სკოლის შინაგანაწესის განუხრელად დაცვა.

42.4. სახელმწიფო იცავს მოსწავლის და მშობლის საგანმანათლებლო არჩევანის თავისუფლებას. მშობლის საგანმანათლებლო არჩევანის თავისუფლება არ გულისხმობს:

ა) სავალდებულო განათლებისთვის თავის არიდების უფლებას.

ბ) ისეთ განათლებას, რომელიც ხელს შეუშლის ზოგადი განათლების შესახებ კანონის მიზნების მიღწევას.

გ) ბავშვის აღზრდასთან, განათლებასთან დაკავშირებული მოვალეობების შეუსრულებლობის, არასათანადოდ შესრულების, ან მშობლის უფლების ბოროტად გამოყენების უფლებას.

42.5.სამრევლო სკოლა უფლებამოსილია:

მოსთხოვოს საქართველოს კანონმდებლობითა და დაწესებულების წესდებით დადგენილი მოთხოვნების შესრულება ამ დაწესებულების მასწავლებლებს, სხვა თანამშრომლებს, მოსწავლეებსა და მათ მშობლებს/კანონიერ წარმომადგენელებს, კერძოდ:

1) მოსთხოვოს სკოლაში დასაქმებულ პირებს, მოსწავლეებს და მშობლებს სკოლის შინაგანაწესის განუხრელი დაცვა.

2) მოსწავლის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დარღვევისას, მათ შორის, მშობელთა/კანონიერ წარმომადგენელთა (ერთ-ერთი მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის) მიერ ბავშვის აღზრდასთან, განათლებასთან დაკავშირებული მოვალეობების შეუსრულებლობის ან არასათანადოდ შესრულებისას, ან მშობლის უფლების ბოროტად გამოყენების შემთხვევაში, მიმართოს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოებს.

3) მშობლების/კანონიერი წარმომადგენლების მიერ არასრულწლოვანი ბავშვების აღზრდისა და სწავლების მოვალეობათა ბოროტად შეუსრულებლობის, არასრულწლოვნის მიერ ნარკოტიკულ ნივთიერებათა ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარების ან მათ მიერ სხვა სამართალდარღვევის ჩადენის (საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში არაფხიზელ მდგომარეობაში ყოფნა, სპირტიანი სასმელების მიღება) – შემთხვევაში შეატყობინოს ფაქტის შესახებ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოებს.

4) ბავშვზე ძალადობის ეჭვის გაჩენის შემთხვევაში ადგილზე შემთხვევის გაანალიზოს და საჭიროების შემთხვევაში შეატყობინოს პოლიციისა თუ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სოციალური მომსახურების სააგენტოს.

5) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებებით.

თავი IX მოსწავლეთა ვალდებულებები და დისციპლინის რეგულაციები

მუხლი 43.მოსწავლეთა ვალდებულებები

43.1. ყველა მოსწავლე ვალდებულია დაემორჩილოს სკოლის შინაგანაწესს და მოსწავლეთა ქცევის კოდექსს.

43.2. მოსწავლე ვალდებულია გაეცნოს აღნიშნულ დოკუმენტებს და ხელი შეუწყოს სკოლაში მშვიდი და უსაფრთხო გარემოს შექმნას და შენარჩუნებას.

43.3. მოსწავლე ვალდებულია, შეატყობინოს სკოლის ადმინისტრაციას მის ან სკოლის სხვა მოსწავლის მიერ ქცევის კოდექსის დარღვევის ნებისმიერი ფაქტი.

43.4. პასუხისმგებლობის თავიდან აცილება და გაკვეთილების თვითნებურად მიტოვება, განიხილება როგორც ქცევის კოდექსის დარღვევა და ითვალისწინებს დისციპლინურ სასჯელს.

43.5. მოსწავლე ვალდებულია აკონტროლოს საკუთარი მეტყველება, ქცევა და მანერები, არა მხოლოდ სკოლის ტერიტორიაზე, არამედ სკოლის მიერ ორგანიზებული ნებისმიერი ღონისძიების მიმდინარეობისას.

43.6. მოსწავლე ვალდებულია გაუფრთხილდეს, არ დაკარგოს და დააბრუნოს ყველა ის ნივთი, რომელსაც სკოლა მას დროებითი სარგებლობისთვის გადასცემს. ნივთის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში, იგი ვალდებულია აანაზღაუროს მოყენებული ზარალი.

43.7. მოსწავლე ვალდებულია სასწავლო წლის დასასრულს სკოლას დაუბრუნოს ბიბლიოთეკიდან გატანილი ყველა წიგნი.

43.8. მოსწავლე ვალდებულია იყოს თავაზიანი და ყურადღებიანი სხვათა მიმართ. ქცევა ან სიტყვიერი მიმართვა, რომელიც შეურაცხყოფს სხვათა ღირსებას, არღვევს პიროვნების ემოციურ და ფიზიკურ მდგრადობას, ითვლება დისციპლინურ გადაცდომად და ითვალისწინებს სასჯელს.

43.9. მოსწავლე ვალდებულია დაემორჩილოს სკოლის თანამშრომლის კეთილგონივრულ მითითებებსა და მოთხოვნებს.

43.10. მოსწავლე პასუხს აგებს კანონის წინაშე მის მიერ სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში; სკოლაში იარაღის, ალკოჰოლური ან ნარკოტიკული საშუალებების შემოტანის შემთხვევაში.

43.11. მოსწავლე ვალდებულია გაუფრთხილდეს სკოლის შენობას, მასში არსებულ მოწყობილობებს და აღჭურვილობას და დაზიანების შემთხვევაში აღადგინოს იგი თავად ან სხვათა დახმარებით.

43.12 მოსწავლე ვალდებულია ქონება გამოიყენოს მხოლოდ დანიშნულებით.

43.13. მოსწავლე ვალდებულია ქონების ნებისმიერი სახის გადაადგილების, დაზიანების, განადგურებისა და დაკარგვის შესახებ აცნობოს სკოლის პრორექტორს.

მუხლი 44. მოსწავლის წახალისება წარმატებისათვის

44.1. სანიმუშო ყოფაქცევის, სწავლაში მიღწეული მაღალი შედეგების, სკოლის მისიისა და ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მისაღწევ აქტივობებსა და სხვა საქმიანობაში მოპოვებული წარმატებისთვის მოსწავლე ჯილდოვდება:

  • მადლობის გადახდა
  • ფულადი პრემია
  • სიგელით
  • და სხვა ჯილდოებით

.სკოლა აღიარებს წარჩინებული მოსწავლეების წარმატებებს და ახალი სასწავლო წლის დაწყებისას და/ან დასრულებისას საჯაროდ გადასცემს ჯილდოს/გამოუცხადებს მადლობას და სხვა.

მუხლი 45. მოსწავლის დისციპლინარული გადაცდომა და შესაბამისი დისციპლინური სახდელი

45.1. მოსწავლის მხრიდან დისციპლინარულ გადაცდომად ჩაითვლება: ა) დაგვიანება; ბ) გაკვეთილის ჩაშლა ან ჩაშლის მცდელობა; გ) გაკვეთილის თვითნებურად მიტოვება; დ) მოსწავლის/დირექციის წევრის/სკოლაში დასაქმებულის/მოსწავლის მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის/სკოლის ტერიტორიაზე შემოსული გარეშე პირის სიტყვიერი ან ფიზიკური შეურაცხყოფა; ე) სკოლის ქონების, შენობის შეგნებული დაზიანება; ვ) მობილური ტელეფონით და სხვა ტექნიკით სარგებლობა, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს სასწავლო პროცესს;  ზ) მოსწავლის გამოცხადება სკოლაში შემდეგი ნივთებით:  თამბაქოს ნაწარმი; ყველანაირი სახის იარაღი ან ბასრი ნივთები, რომლებიც შეიძლება გამოყენებული იქნას იარაღად; სანთებელა ან ასანთი;  ალკოჰოლური საშუალებები; ტექნიკური საშუალებები, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს სასწავლო პროცესს;  ძვირადღირებული ნივთები, დიდი ოდენობით ფული; აზარტული თამაშის საშუალებები; უხამსობის ამსახველი ნივთები;  ნარკოტიკული საშუალებები;  ასაფეთქებელი და მომწამვლავი ნივთიერებები  ფსიქოტროპული საშუალებები, ექიმის შესაბამისი ნებართვის გარეშე. თ) მოსწავლეთა ქცევის კოდექსის სხვაგვარი დარღვევა. ი)სკოლაში დასაქმებული პირის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობა კ) მოსწავლისთვის შეუფერებელი სხვა ქმედების ჩადენა ლ) ქურდობა

45.2. დისციპლინური გადაცდომის შემთხვევაში მოსწავლეს დაეკისრება შემდეგი პასუხისმგებლობები: ა) შენიშვნა; ბ) საყვედური; გ) სასტიკი საყვედური; დ) გაკვეთილიდან გაძევება; ე) სკოლიდან დროებით დათხოვნა; ვ) სკოლისათვის სასარგებლო საქმიანობის დაკისრება; ზ) სტატუსის შეჩერება დაწყებით და საბაზო საფეხურზე

45.3. დისციპლინური გადაცდომის შედეგის/შედეგების სიმძიმიდან გამომდინარე, შესაძლებელია არ იქნას გათვალისწინებული ზემოთ ჩამოთვლილი პასუხისმგებლობების რიგითობა.

მუხლი 46. მოსწავლეთა დისციპლინური წარმოება

46.1. მოსწავლეთა დისციპლინური წარმოების დაწყების საფუძველი შეიძლება იყოს: ა) მოსწავლის, მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის, დამრიგებლის, სკოლაში დასაქმებული სხვა პირის, მოსწავლეთა თვითმართველობის, აგრეთვე, იმ პირის წერილობითი მიმართვა ან ინფორმაცია, რომლის სამსახურებრივ მოვალეობასაც წარმოადგენს სკოლაში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველყოფა; ბ) მოსწავლის არასასურველი ქცევის ფაქტის აღმოჩენა ან სხვა გარემოება, რომელიც ეჭვს იწვევს, რომ ადგილი აქვს მოსწავლის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტს, მათ შორის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია, მოსწავლის მიერ ისეთი ქმედების ჩადენის შესახებ, რომელიც შეიძლება დისციპლინურ გადაცდომად ჩაითვალოს.

46.2. დაუშვებელია დაწყებით და საბაზო საფეხურზე მოსწავლის სკოლიდან გარიცხვა.

46.3. მოსწავლის მიმართ დისციპლინური სახდელის გამოყენების, აგრეთვე დისციპლინური დევნის დაწყების შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს მის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს. მოსწავლეს უფლება აქვს მასთან დაკავშირებული საკითხის გადაწყვეტისას მშობელთან ერთად წარდგეს.

46.4. დისციპლინური სახდელის დადებამდე მოსწავლეს, მისი მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის თანდასწრებით, უნდა ჩამოერთვას წერილობითი ახსნა-განმარტება. ახსნა-განმარტების არარსებობის შემთხვევაში შედგენილ იქნება აქტი, რომელიც ხელმოწერილი უნდა იყოს დამსწრეთა მიერ.

46.5. მასწავლებლის მიერ მოსწავლის გაკვეთილიდან გაძევების შემთხვევაში მასწავლებელი ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე დაუყოვნებლივ აცნობოს სკოლის პრორექტორს. მოსწავლე დაუყოვნებლივ უნდა გამოცხადდეს პრორექტორთან. პრორექტორი მოსწავლის მშობელს აცნობებს მოსწავლის გაკვეთილიდან გაძევების ფაქტსა და მიზეზებს.

46.6. მოსწავლისთვის სკოლისათვის სასარგებლო საქმიანობის დაკისრებისას უნდა განისაზღვროს: სასარგებლო საქმიანობის შინაარსი; მისი განხორციელების წესი და პირობები; სასარგებლო საქმიანობის განხორციელების ადგილი სკოლის ტერიტორიის ფარგლებში; მისი ხანგრძლივობა, რომელიც დაწყებითი საფეხურის მოსწავლისათვის არ უნდა აღემატებოდეს დღეში 1 საათს, საბაზო საფეხურის მოსწავლისათვის – დღეში 2 საათს და საშუალო საფეხურის მოსწავლისათვის – დღეში 3 საათს; უფლებამოსილი პირის ვინაობა, რომელიც უშუალო ზედამხედველობას გაუწევს მოსწავლის მიერ სკოლისათვის სასარგებლო საქმიანობის განხორციელებას. სკოლისათვის სასარგებლო საქმიანობა მოსწავლეს შეიძლება დაეკისროს მშობლის თანხმობით. მოსწავლის მიერ სკოლისათვის სასარგებლო საქმიანობის განხორციელებისას მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამ შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება სკოლის ადმინისტრაციას.

46.7. სკოლა ვალდებულია მოსწავლე გაკვეთილიდან გაძევების ან სკოლიდან დროებით დათხოვნის შემთხვევაში თავისი მზრუნველობის ქვეშ ჰყავდეს. კერძოდ, სკოლა უნდა დარწმუნდეს, რომ მოსწავლე ამ პერიოდის განმავლობაში იმყოფება მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მეთვალყურეობის ქვეშ უსაფრთხო გარემოში.

46.8. სკოლა ვალდებულია მიიღოს ზომები, რათა დისციპლინურმა სახდელმა არ გამოიწვიოს მოსწავლის არსებითი ჩამორჩენა სასწავლო პროცესისგან.

46.9. მოსწავლისთვის დისციპლინური სახდელის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილება ფორმდება სკოლის რექტორის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით და შეიტანება მოსწავლის პირად საქმეში.

46.10. მოსწავლეს დისციპლინური სახდელი ვადაზე ადრე შეიძლება მოეხსნას თუ მოსწავლემ არ ჩაიდინა ახალი გადაცდომა, გამოირჩევა სანიმუშო ქცევით და აქვს გარკვეული მიღწევები. დისციპლინური სახდელის ვადაზე ადრე მოხსნის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს სკოლის რექტორი. გადაწყვეტილება ფორმდება სკოლის რექტორის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით და შეიტანება მოსწავლის პირად საქმეში.

46.11. მოსწავლის დისციპლინური სახდელის მოქმედების ვადაა 6 თვე (არდადეგების გათვალისწინების გარეშე). თუ მოსწავლეს 6 თვის ვადაში არ შეეფარდა ახალი დისციპლინური სახდელი, იგი ითვლება დისციპლინური პასუხისმგებლობის არმქონედ.

მუხლი 47. მოსწავლის პირადი გასინჯვა

47.1. პირადი გასინჯვა – მოქმედება, რომლის მიზანია დისციპლინური გადაცდომის იარაღის, იმ საგნის, რომელსაც დისციპლინური გადაცდომის კვალი ატყვია, დისციპლინური გადაცდომით მოპოვებული ნივთის და ფასეულობის, აგრეთვე იმ საგნის და დოკუმენტის, რომლებიც საჭიროა დისციპლინური გადაცდომის გარემოებათა გასარკვევად, აღმოჩენა და ამოღება სკოლაში სკოლის რექტორის მიერ განსაზღვრული საამისოდ უფლებამოსილი პირის  მიერ სკოლის რექტორის ან სკოლის რექტორატის  წარმომადგენლის ნებართვით ან ზედამხედველობით.

47.2. მოსწავლის პირადი გასინჯვა შეუძლია მხოლოდ სკოლის რექტორის მიერ განსაზღვრულ საამისოდ უფლებამოსილ პირს სკოლის რექტორის ან სკოლის რექტორატის წარმომადგენლის ნებართვით ან ზედამხედველობით.

47.3. დაუშვებელია მოსწავლეთა კოლექტიური პირადი გასინჯვა.

47.4. პირად გასინჯვას წინ უნდა უსწრებდეს სკოლის რექტორის მიერ განსაზღვრული საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ მოსწავლის გაფრთხილება პირადი გასინჯვის შესახებ.

47.5. დაუშვებელია მოსწავლის პირადი გასინჯვა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მტკიცებულებები მიუთითებს კონკრეტულ პირზე და არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ პირადი გასინჯვის შედეგად გამოვლინდება სკოლის შინაგანაწესით გათვალისწინებული გადაცდომა.

მუხლი 48. მოსწავლის ჩაცმულობის წესი და გარეგნული სახე

48.1. დაუშვებელია იმგვარი სამოსელის ტარება, რომელზეც წერია შეურაცხმყოფელი გამონათქვამი, გამოსახულია ვულგარული სურათი ან/და კარიკატურა.

48.2. მოსწავლისათვის აკრძალულია მოკლე შარვლის ტარება.

48.3. მოსწავლე მუდმივად უნდა იყოს მოწესრიგებული და იცავდეს პირადი ჰიგიენის ნორმებს.

48.4. მოსწავლისათვის აკრძალულია სკოლაში გამოცხადება შეღებილი თმით და ფრჩხილებით, „მაკიაჟით“, „პირსინგით“, სამკაულებით და სხვა აქსესუარებით (საათის გარდა).

48.5. მოსწავლის ვარცხნილობა ხელს არ უნდა უშლიდეს სასწავლო პროცესს.

48.6 მოსწავლე სკოლაში უნდა ცხადდებოდეს მისი ასაკის განვითარებისთვის შესაფერისი, მოსახერხებელი ფეხსაცმლით, რომელიც ხელს არ შეუშლის სასწავლო პროცესს.

48.7. დაუშვებელია ჩაცმულობა, რომელიც გამოკვეთს სხეულის კონტურებს; გამჭვირვალე ტანისამოსი; ქვედაბოლო, რომელიც არის მუხლს ზემოთ არა უმეტეს 5 სანტიმეტრისა, ტანსაცმელი, რომელსაც გული ღრმად აქვს ამოჭრილი და არ ფარავს მკერდს, მხრებს და ზურგის ზედა ნაწილს.

მუხლი  49. მოსწავლეზე დაკისრებული პასუხისმგებლობის ნუსხა მოსწავლეთა მოვალეობების შეუსრულებლობის შემთხვევაში:

49.1.საგაკვეთილო პროცესზე დაგვიანებით გამოცხადება: პირველი გაკვეთილისათვის მოსწავლე ვალდებულია მინიმუმ 5 წუთით ადრე გამოცხადდეს სკოლაში. ზარის დარეკვისას მოსწავლე იმყოფება საკლასო ოთახში. დაგვიანებულ მოსწავლეს ეწერება “არა” და მიეცემა გაფრთხილება. გაკვეთილებზე დაგვიანებით გამოცხადების ერთზე მეტ შემთხვევაში მოსწავლეს/მშობელს შესაძლებელია დაეკისროს შესაბამისი პასუხისმგებლობა ამ შინაგანაწესით და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

49.2. საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობის ხელის შეშლა: გაკვეთილის ჩაშლა/ჩაშლის მცდელობისთვის პედაგოგს უფლება აქვს მოსწავლე დაითხოვოს გაკვეთილიდან და გაცდენად ჩაუთვალოს. მასწავლებელი მოსწავლის გაკვეთილიდან დათხოვნის შესახებ აცნობებს რექტორატს და წერს სამსახურებრივ ბარათს შემთხვევასთან დაკავშირებით.

49.3. გაკვეთილის ჩაშლის/გაკვეთილის ჩაშლის შემთხვევაში (სემესტრის განმავლობაში) მოსწავლეს დაეკისრება შემდეგი სახის პასუხისმგებლობები: ა.გაკვეთილის ჩაშლის პირველივე შემთხვევა – გაფრთხილება; ბ.მეორე შემთხვევა – სასტიკი საყვედური+ სასკოლო პრივილეგიების ჩამორთმევა; გ.მესამე შემთხვევა – სკოლისთვის სასარგებლო საქმიანობის შესრულება;დ.მეოთხე შემთხვევა – სკოლიდან დათხოვნა 1-5 დღემდე; ე.მეხუთე შემთხვევა – სკოლიდან დათხოვნა 10 დღემდე; ვ. დარღვევის მეექვსე შემთხვევაში-პირველ და მეორე საფეხურზე – მოსწავლის სტატუსის შეჩერება მესამე საფეხურზე-სკოლიდან გარიცხვა. 4.გაკვეთილის თვითნებურად მიტოვება ინდივიდუალურად ან კოლექტიურად: გაკვეთილის თვითნებურად მიტოვების შემთხვევაში (სემესტრის განმავლობაში) მოსწავლეს დაეკისრება შემდეგი სახის პასუხისმგებლობები: ა.გაკვეთილის თვითნებური მიტოვების პირველივე შემთხვევაში – საყვედური; ბ.მეორე შემთხვევა – სასტიკი საყვედური+ სასკოლო პრივილეგიების ჩამორთმევა; გ.მესამე შემთხვევა – სკოლისთვის სასარგებლო საქმიანობის შესრულება; დ.მეოთხე შემთხვევა – სკოლიდან დათხოვნა 1-5დღემდე ე.მეხუთე შემთხვევა-სკოლიდან დათხოვნა 10 დღემდე ვ.დარღვევის მეექვსე შემთხვევაში -პირველ და მეორე საფეხურზე -მოსწავლი სტატუსის შეჩერება მესამე საფეხურზე-სკოლიდან გარიცხვა.

49.4.მასწავლებლის/მოსწავლის ან სკოლის სხვა თანამშრომლის ღირსების შელახვა: ამ შემთხვევაში მოსწავლეს დაეკისრება შემდეგი სახის პასუხისმგებლობები: ა.დარღვევის პირველივე შემთხვევა – სასტიკი საყვედური, სასკოლო პრივილეგიების ჩამორთმევა. ბ.დარღვევის განმეორების შემთხვევაში – სკოლიდან დათხოვნა 10 დღემდე; გ.დარღვევის მესამე შემთხვევაში -პირველ და მეორე საფეხურზე -მოსწავლის სტატუსის შეჩერება. მესამე საფეხურზე-სკოლიდან გარიცხვა.

49.5. პლაგიატიზმი – სხვისი ინტელექტუალური საკუთრების მითვისება: დისციპლინის ასეთი დარღვევის შემთხვევაში მოსწავლეს დაეკისრება შემდეგი სახის პასუხისმგებლობები: ა.პლაგიატიზმის პირველივე შემთხვევისას – გაფრთხილება, ხოლო ნამუშევარი ჩაითვლება გაუქმებულად; სასკოლო პრივილეგიების ჩამორთმევა; ბ.დარღვევის განმეორების შემთხვევაში – სასტიკი საყვედური, ხოლო ნამუშევარი ჩაითვლება გაუქმებულად; სკოლისთვის სასრგებლო საქმიანობის შესრულება; გ.დარღვევის მესამე შემთხვევაში – სკოლიდან დათხოვა 1-5 დღემდე, ხოლო ნამუშევარი ჩაითვლება გაუქმებულად; დ.დარღვევის მეოთხე შემთხვევაში – სკოლიდან დათხოვა 10 დღით, ხოლო ნამუშევარი ჩაითვლება გაუქმებულად; ე.დარღვევის მეხუთე შემთხვევაში -პირველ და მეორე საფეხურზე -მოსწავლის სტატუსის შეჩერება. მესამე საფეხურზე-სკოლიდან გარიცხვა.

49.6.ვანდალიზმი – სკოლის ქონების დაზიანება/გაფუჭება: დისციპლინის ასეთი დარღვევის შემთხვევაში, მოსწავლეს დაეკისრება შემდეგი სახის პასუხისმგებლობები:ა.დარღვევის პირველივე შემთხვევაში – გაფრთხილება და ზარალის ანაზღაურება; ბ.დარღვევის განმეორების შემთხვევაში – სასტიკი საყვედური ზარალის ანაზღაურებით ან სასტიკი საყვედური სკოლისათვის სასარგებლო სამუშაოს შესრულებით. გ.დარღვევის მესამე შემთხვევაში – სკოლიდან დათხოვნა 1-5 დღემდე ზარალის ანაზღაურებით; დ.დარღვევის მეოთხე შემთხვევაშუ-სკოლიდან დათხოვნა 10 დღემდე ზარალის ანაზღაურებით. ე. დარღვევის მეხუთე შემთხვევაშუ -პირველ და მეორე საფეხურზე -მოსწავლის სტატუსის შეჩერება ზარალის ანაზღაურებით; მესამე საფეხურზე-სკოლიდან გარიცხვა ზარალის ანაზღაურებით.

49.7.სხვისი ქონების მისაკუთრება/სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედება ა.დარღვევის პირველივე შემთხვევა – სასტიკი საყვედური ზარალის ანაზღაურებით;/სკოლისთვის სასრგებლო საქმიანობა ბ.დარღვევის განმეორებისას -პირველ და მეორე საფეხურზე -მოსწავლის სტატუსის შეჩერება ზარალის ანაზღაურებით; მესამე საფეხურზე-სკოლიდან გარიცხვა ზარალის ანაზღაურებით.

49.8.იარაღისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების ქონა/გამოყენება; იარაღის ან ასაფეთქებელი მოწყობილობების აღმოჩენის შემთხვევაში, მოსწავლე გადაეცემა სამართალდამცავ ორგანოებს და შეუჩერდება სტატუსი პირველ, მეორე საფეხურზე, მესამეზე – გაირიცხება სკოლიდან.

49.9.ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის მოხმარება/ვაჭრობა; ამ ტიპის დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში მოსწავლე გადაეცემა სამართალდამცავ ორგანოებს და შეუჩერდება სტატუსი პირველ, მეორე საფეხურზე, მესამეზე -გაირცხება სკოლიდან.

49.10. თამბაქოს ქონა/მოხმარება; ა.პირველ შემთხვევაში- გაფრთხილება ბ.მეორე შემთხვევაში- სასტიკი საყვედური+ სკოლისთვის სასარგებლო საქმიანობის შესრულება გ.მესამე შემთხვევა – სკოლიდან დათხოვნა 1-5 დღემდე დ.მეოთხე შემთხვევა – სკოლიდან დათხოვნა 10 დღემდე ე. დარღვევის მეხუთე შემთხვევაში -პირველ და მეორე საფეხურზე -მოსწავლის სტატუსის შეჩერება; მესამე საფეხურზე-სკოლიდან გარიცხვა.

49.11. სასკოლო დროს, სკოლის ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე ადამიანთა ცემა ან სხვაგვარი ძალადობა (სექსუალური, ფსიქოლოგიური), რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117–ე ან 118–ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი – ძალადობა: ა.დარღვევის პირველივე შემთხვევა – სასტიკი საყვედური და გადაეცემა სამართადამცავ ორგანოებს; ბ.დარღვევის განმეორების შემთხვევაში -მოსწავლის სტატუსის შეჩერება-პირველი, მეორე საფეხური; სკოლიდან გარიცხვა-მესამე საფეხური.

49.12. ჩაცმის წესის უგულებელყოფა : ა.დარღვევის პირველი შემთხვევაში – გაფრთხილება; ბ.დარღვევის განმეორების შემთხვევაში – წერილობითი საყვედური;/ სასკოლო პრივილეგიების ჩამორთმევა;გ.დარღვევის მესამე შემთხვევევა – სკოლისთვის სასარგებლო საქმიანობის შესრულება; დ.დარღვევის მეოთხე შემთხვევა- სკოლიდან დათხოვნა 1-5 დღემდე; ე.დარღვევის მეხუთე შემთხვევა – საკოლიდან დათხოვნა 10 დღემდე ვ.დარღვევის მეექვსე შემთხვევაში -მოსწავლის სტატუსის შეჩერება-პირველი, მეორე საფეხური; სკოლიდან გარიცხვა-მესამე საფეხური.

49.13. მობილური ტელეფონის ან სხვა ტექნიკის /ნივთის გამოყენება საგაკვეთილო პროცესში პედაგოგის ნებართვის გარეშე. ა. პირველ ორ შემთხვევაში ჩამორთმეული ნივთი დაუბრუნდება მშობელს/ კანონიერ წარმომადგენელს და მოსწავლეს მიეცემა გაფრთხილება. ბ.მესამე შემთხვევაში ნივთი სასწავლო წლის ბოლომდე დარჩება სკოლაში დაცულ ადგილას.

49.14. მოსწავლის არაესთეტიკურად (წვერი) ან ჰიგიენური წესების უგულვებელყოფით გამოცხადება ა.პირველ შემთხვევაში- გაფრთხილება. ბ.დარღვევის განმეორებით შემთხვევაში-საყვედური,სასკოლო პრივილეგიების ჩამორთმევა. გ.დარღვევის მესამე შემთხვევაში- სკოლიდან დათხოვნა 1-5 დღემდე დ.დარღვევის მეოთხე შემთხვევაში-სკოლიდან დათხოვნა 10 დღემდე ე. დარღვევის მეხუთე შემთხვევაში -მოსწავლის სტატუსის შეჩერება-პირველი, მეორე საფეხური; სკოლიდან გარიცხვა-მესამე საფეხური. ვ. ნებისმიერ პასუხისმგებლობის დაკისრებისას, გათვალისწინებულ უნდა იქნეს დისციპლინური გადაცდომის სიმძიმე, რის გამოც შესაძლებელია არ იყოს დაცული სახდელების რიგითობა.

49.15. შესაძლებელია მოსწავლეს/მშობელს აღნიშნული რიგითობის გაუთვალისწინებლად დაეკისროს შესაბამისი პასუხისმგებლობა ამ შინაგანაწესით და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

თავი X მატერიალური პასუხისმგებლობა

მუხლი 50. დასაქმებულთა მატერიალური პასუხისმგებლობა

50.1. სკოლაში დასაქმებულები და მოსწავლეები პასუხისმგებელი არიან სკოლის ქონების სათანადო გამოყენებასა და დაცვაზე.

50.2. დასაქმებულები ვალდებული არიან: ა) ქონება გამოიყენონ მხოლოდ დანიშნულებით;ბ) ქონების ნებისმიერი სახის გადაადგილების, დაზიანების, განადგურებისა და დაკარგვის შესახებ აცნობონ სკოლის დირექტორს;

50.3. დასაქმებულები და მოსწავლეები ვალდებული არიან აანაზღაურონ სკოლისთვის მიყენებული მატერიალური ზარალი საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით.

თავი XI  განცხადების / საჩივრის განხილვა

მუხლი 51. განცხადების / საჩივრის განხილვის წესი

51.1. სკოლაში შემოსული განცხადება/საჩივარი, რომელიც შედგენილია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რეგისტრაციაში უნდა გატარდეს დადგენილი წესით.

51.2. სკოლაში შემოსულ განცხადებაზე სკოლის რექტორატი რეაგირებას ახდენს საქართველოს ,,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ შესაბამისად.

51.3. მოსწავლეს, მშობელს და მასწავლებელს უფლება აქვთ თავიანთი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად გაასაჩივრონ მასწავლებლის და სკოლის უკანონო და სხვა არამართლზომიერი ქმედებები, აგრეთვე მიიღონ მიყენებული ზიანის სრული კონპესაცია

თავი XII.

მუხლი 52სკოლის ფინანსები

52.1.სკოლის მიმდინარე ხარჯების დაფინანსება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფოს მიერ ვაუჩერის გაცემით, საპატრიარქოს მიერ გაცემული გრანტით და მოსწავლეთა მშობლების მიერ შემოტანილი სწავლის საფასურით. სწავლის საფასურისგან განთავისუფლდნენ  სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილები, რომელთა სარეიტინგო ქულა არის 1000 და ნაკლები. მრავალშვილიანი ოჯახების შვილებს, რომლებიც სწავლობენ სხვადასხვა კლასებში დაეკისროთ გადასახადი ყოველ მომდევნო ბავშვზე 10 ლარის ნაკლებობით.

52.2.სკოლას უფლება აქვს, მოიზიდოს საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა ფინანსური სახსრები, შემოწირულობის სახით, მიიღოს შემოსავალი ეკონომიური საქმიანობით, თუ ეს საქმიანობა არ ახდენს მავნე ზეგავლენას მოსწავლეთა ფიზიკურ და ზნეობრივ განვითარებაზე. მიღებული სახსრები, კანონმდებლობის შესაბამისად, ხმარდება მხოლოდ სკოლის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას;

52.3.სკოლის ყველა შემოსავალი და ხარჯი აისახება მის ბიუჯეტში;

52.4 სკოლის წლიურ ბალანსს ამოწმებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და საქართველოს საპატრიარქო.

მუხლი 53. შვებულების მიცემის წესი

შვებულების ხანგრძლივობა:

53.1. თანამშრომელს უფლება აქვს ისარგებლოს ანაზღაურებადი შვებულებით, არანაკლებ წელიწადში 24 სამუშაო დღით;

53.2.    თანამშრომელს უფლება აქვს ისარგებლოს ანაზღაურების გარეშე შვებულებით არანაკლებ წელიწადში 15 კალენდარული დღით.

53.3.    შვებულებაში არ ითვლება დროებითი შრომისუუნარობის პერიოდი, შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო, შვებულება ახალშობილის შვილად აყვანის გამო და დამატებითი შვებულება ბავშვის მოვლის გამო.

53.4. საშვებულებო ანაზღაურება განისაზღვრება:

  • ხელშეკრულების მიხედვით;
  • შვებულების გაცემა ხორციელდება სკოლის რექტორის ბრძანებით.
  • ანაზღაურების გარეშე შვებულების აღებისას თანამშრომელი ვალდებულია, ორი კვირით ადრე გააფრთხილოს სკოლის რექტორი შვებულების აღების შესახებ, თუ გაფრთხილება შეუძლებელი არ არის გადაუდებელი სამედიცინო ან ოჯახური პირობების გამო.
  • დაქორწინების ან ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში, თანამშრომლის თავისივე თხოვნით ეძლევა ანაზღაურებადი შვებულება 10 კალენდარული დღის ოდენობით (იგი არ ითვლება წლიურ ანაზღაურებად შვებულებაში).

მუხლი 54. შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო

54.1.დასაქმებულს, თავისი მოთხოვნის საფუძველზე, ეძლევა უფასო შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო – 477 კალენდარული დღის ოდენობით;

54.2.ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულებიდან ანაზღაურებადია 126 კალენდარული დღე, ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპის შობის შემთხვევაში – 140 კალენდარული დღე.

54.3.aმ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შვებულება თანამშრომელს თავისი შეხედულებისამებრ შეუძლია, გადაანაწილოს ორსულობისა და მშობიარობის შემდგომ პერიოდებზე.

მუხლი 55. ანაზღაურების გაცემის დრო, ოდენობა და ფორმა

55.1.  თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების ოდენობა და ფორმა   განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით;

55.2. სკოლაში შრომის ანაზღაურება გაიცემა თვეში ერთხელ, თანამშრომლის პირად ანგარიშზე სახელფასო თანხის ჩარიცხვის გზით;

55.3. სკოლის ადმინისტრაციის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენისას თანამშრომელს, მიეცემა ანაზღაურება სრული ოდენობით;

55.4.თანამშრომლის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენა არ ანაზღაურდება. მასწავლებლის ბრალით გაცდენილი საგაკვეთილო საათის საფასური აუნაზღაურდება შემცვლელ მასწავლებელს.

მუხლი 56. დაქვითვა შრომის ანაზღაურებიდან

56.1. დამსაქმებელს უფლება აქვს დაქვითოს თანამშრომლის შრომითი ანაზღაურებიდან ზედმეტად გაცემული თანხა ან ნებისმიერი სხვა თანხა, რომელიც შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე თანამშრომელს სკოლისათვის აქვს გადასახდელი;

56.2 შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას სკოლის რექტორი ვალდებულია, გათავისუფლებული თანამშრომლის შესახებ შემოვლის ფურცლის ბუღალტერთან წარდგენის დღიდან, მოახდინოს საბოლოო ანგარიშსწორება არაუგვიანეს 7 კალენდარული დღისა.

თავი XIII უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემო. შრომის პირობების დაცვა

მუხლი 57. უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემო. შრომის პირობების დაცვა და სოციალური გარემო

57.1.სკოლა იღებს ვალდებულებას უზრუნველყოს სკოლის თანამშრომელები და მოსწავლეები სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის მაქსიმალურად უსაფრთხო სასწავლო გარემოთი;

57.2.სკოლა უზრუნველყოფს უსაფრთხოების ტექნიკის, ხანძარსაწინააღმდეგო დაცვისა და სანიტარიული წესების შესახებ დასაქმებულთა ინფორმირებას;
მუხლი 58. სკოლაში დასაქმებული პირის მიერ შრომის პირობების დაცვა

58.1.შრომისა და სასწავლო პროცესის უსაფრთხო პირობების დაცვის მიზნით, თანამშრომელი, მოსწავლე ვალდებულია, დაიცვას შრომის უსაფრთხოების, მოსწავლეთა ქცევის კოდექსის, შინაგანაწესის, ხანძარსაწინააღმდეგო დაცვისa და სანიტარული წესები

თავი XIV  ცვლილებები შინაგანაწესში

მუხლი 59. შინაგანაწესში ცვლილებების შეტანა

59.1 შინაგანაწესში ცვლილებების შეტანა შესაძლებელია რექტორის მიერ პედაგოგიურ საბჭოსთან შეთანხმებითა და მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე.

თავი XV შინაგანაწესის საჯაროობა

მუხლი 60 . შინაგანაწესის ძალაში შესვლა და საჯაროობა

60.1. შინაგანაწესი ძალაში შედის პედაგოგიური საბჭოს მიერ მიღებული დადებითი გადაწყვეტილების მომენტიდან. საჯაროობის მიზნით იგი გამოიკვრება თვალსაჩინო  ადგილას.

60.2. შინაგანაწესის მოთხოვნათა შესრულება სავალდებულოა სასწავლო პროცესში მონაწილე ყველა პირისთვის. დასაქმებული და მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი ვალდებული არიან გაეცნონ შინაგანაწესს.

60.3. შინაგანაწესის გაუქმება ან მასში ცვლილების შეტანა ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

  1. 60. 4.შინაგანაწესში შესატანი ცვლილებები განსახილველად და დასამტკიცებლად წარედგინება პედაგოგიურ საბჭოს.

60.5. შინაგანაწესს სკოლის პედასაბჭოს  წარდგინებით ამტკიცებს რექტორი.

 თავი XVI დასკვნითი დებულებები

მუხლი 61. დასკვნითი დებულებები

შინაგანაწესის თანმხლები დოკუმენტები წარმოადგენს შინაგანაწესის ორგანულ ნაწილს და აზუსტებს მას:

  • ეროვნული სასწავლო გეგმა;
  • საქართველოს შრომის კოდექსი;
  • მოსწავლის ქცევის კოდექსი;
  • ბავშვის უფლებათა კონვეცია;
  • მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი;
  • მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსი;
  • დირექტორის პროფესიული ეთიკის კოდექსი;
  • სკოლის სასწავლო გეგმა;
  • სკოლის შეფასების სისტემა;
  • წახალისების ფორმებში გათვალისწინებულ ნომინაციებში წარდგენილი აპლიკანტების შეფასების კრიტერიუმები/ინდიკატორები
  • ხელშეკრულება სკოლასა და მშობელს შორის.
  • სკოლაში კრიზისების მართვის პოლიტიკის დოკუმენტი

ს ა რ ჩ ე ვ ი

თავი I.

მუხლი 1. მართლმადიდებლური სკოლის სტატუსი -2გვ

თავი II.

მუხლი 2. შინაგანაწესის ზოგადი დებულება და მიზნები-2გვ

მუხლი 3. შინაგანაწესის მოქმედების სფერო-4გვ

 თავი III – სკოლის მართვა, სტრუქტურა

მუხლი 4. სკოლის მართვა და სტრუქტურა-4გვ

მუხლი 5. სკოლის რექტორი-6გვ

მუხლი 6. პედაგოგიური საბჭო-8 გვ

მუხლი 7. რექტორის კონსულტანტი სასწავლო-აღმზრდელობით დარგში-9გვ

მუხლი 8. პრორექტორი (აღმზრდელობითი დარგი)-9გვ

მუხლი 9. პრორექტორი (ადმინისტრაციულ-ფინანსური მართვა)-10გვ

მუხლი  10. სასწავლო პროცესის კოორდინატორი-11გვ

მუხლი11. აღმზრდელობითი მუშაობის კოორდინატორი-12გვ

მუხლი 12. IT-ის სპეციალისტი-13გვ

მუხლი 13. საქმისმწარმოებელი-14გვ

მუხლი 14. სკოლის ბიბლიოთეკარი-16გვ

მუხლი 15. სკოლის ექთანი-17გვ

მუხლი 16. ბუღალტერი-17გვ

მუხლი 17. დამლაგებელი-18გვ

თავი IV – სკოლის მუშაობის პრინციპები

მუხლი 18. სკოლის მუშაობის რეჟიმი-19გვ

მუხლი 19. წინასახელშეკრულებო ურთიერთობა -21გვ

მუხლი 20. სკოლაში თანამშრომლის მიღება-22გვ

მუხლი 21. თანამშრომელთა ძირითადი მოვალეობანი-23გვ

თავი V – სასწავლო პროცესი

მუხლი 22. სასწავლო პროცესი-24გვ

მუხლი 23. მოსწავლის სკოლაში ჩარიცხვა-25გვ

მუხლი 24. სასწავლო პროცესის მონიტორინგის ფორმები-27გვ

მუხლი 25. სასწავლო პროცესის შეფასების ფორმები-28გვ

მუხლი  26. კათედრა-29 გვ

მუხლი 27. მოსწავლეთა შეფასება-30 გვ

მუხლი 28. მოსწავლეთა შეფასების სისტემა-33 გვ

მუხლი 29. სასწავლო წლის დამამთავრებელი გამოცდა-34 გვ

მუხლი 30. ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდა-35 გვ

მუხლი 31. კლასის დამრიგებელი-35გვ

თავი VI – შრომის დისციპლინა

მუხლი 32. ზეგანაკვეთური სამუშაო-37გვ

მუხლი 33. წახალისების ფორმები-38გვ

მუხლი 34. წახალისების გამოყენების წესი-39გვ

თავი VII – დისციპლინის დარღვევის რეგულაციები

მუხლი 35. სამსახურში დაგვიანებით გამოცხადებისა და გამოუცხადებლობის რეგულაცია-39გვ

მუხლი 36. დასაქმებულთა ჩაცმულობის წესი:-40გვ

მუხლი 37. დისციპლინური დევნა-41გვ

მუხლი 38. დასაქმებულის დისციპლინური გადაცდომა-42გვ

მუხლი 39. დისციპლინური სახდელები-43გვ

მუხლი 40. საქმის გარემოებათა გამოკვლევა-45გვ

მუხლი 41. დისციპლინური სახდელის ვადაზე ადრე მოხსნა და მოქმედების ვადა-46გვ

თავი VIII – მოსწავლის მშობლის/კანონიერო წარმოამდგენლის უფლება-მოვალეობანი

მუხლი 42. მოსწავლეთა მშობლების უფლება_მოვალეობები-47გვ

თავი  IX – მოსწავლეთა ვალდებულებები და დისციპლინის რეგულაციები

მუხლი 43. მოსწავლეთა ვალდებულებები-49გვ

მუხლი 44. მოსწავლის წახალისება წარმატებისათვის-50გვ

მუხლი 45. მოსწავლის დისციპლინარული გადაცდომა და შესაბამისი დისციპლინური სახდელი-51გვ

მუხლი 46. მოსწავლეთა დისციპლინური წარმოება-51გვ

მუხლი 47. მოსწავლის პირადი გასინჯვა-53გვ

მუხლი 48. მოსწავლის ჩაცმულობის წესი და გარეგნული სახე-54გვ

მუხლი 49. მოსწავლეზე დაკისრებული პასუხისმგებლობის ნუსხა მოსწავლეთა მოვალეობების შეუსრულებლობის შემთხვევაში:-55გვ

თავი X – მატერიალური პასუხისმგებლობა

მუხლი 50. დასაქმებულთა მატერიალური პასუხისმგებლობა-59გვ

თავი XI – განცხადების/საჩივრის განხილვა

მუხლი 51. განცხადების / საჩივრის განხილვის წესი-59გვ

თავი XII – სკოლის ფინანსები

მუხლი 52.  სკოლის ფინანსები-60გვ

მუხლი 53. შვებულების მიცემის წესი-61გვ

მუხლი 54. შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო-62გვ

მუხლი 55. ანაზღაურების გაცემის დრო, ოდენობა და ფორმა-62გვ

მუხლი 56. დაქვითვა შრომის ანაზღაურებიდან-63გვ

თავი XIII უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემო. შრომის პირობების დაცვა     

მუხლი 57.- უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემო. შრომის პირობების დაცვა  -63გვ   ურთხო და ჯანსაღი სამუშაო მუხლი 58. სკოლაში დასაქმებული პირის მიერ შრომის პირობების დაცვა-63გვ

თავი XIV– ცვლილებები შეინაგანაწესში

მუხლი 59. შინაგანაწესში ცვლილებების შეტანა-64გვ

თავი XV – შინაგანაწესის საჯაროობა

მუხლი 60. შინაგანაწესის ძალაში შესვლა და საჯაროობა-64გვ

თავი XVI – დასკვნითი დებულებები

მუხლი 61. დასკვნითი დებულებები-64გვ