სმარტი და კინქსი

ჩემი <3
სმარტის და კინქსის სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები.
ლუკა ჩხიკვაძე
ნინი წერაძე
საბა ჯინჭარაძე
მადლობა ბავშვებო და წარმატებები. მიყვარხართ .

16864731_1817463261851483_3528113550525180059_n 16999162_1817463205184822_6445300759339173152_n 17022003_1817463248518151_3346920849797581313_n

Uncategorized მეტი

სათნოება

მეორე სათნოება, რომელსაც ჩვენ ვთხოვთ ღმერთს წმ. ეფრემ ასურის ლოცვაში, არის სიმდაბლე. სიმდაბლე აქვს იმ ადამიანს, რომელიც თავის თავზე ბევრს არაფერს ფიქრობს. ე.ი. თავი არ მიაჩნია დიდად. ამ სათნოებას ადამიანი შეიძენს მაშინ როცა კარგად დაფიქრდება თავის ცოდვებზე. ჩვენ ყველანი ცოდვილნი ვართ ღვთის წინაშე; არ გავა არათუ მთელი დღე, არამედ ერთი საათიც, რომ არ შევცოდოთ ღმრთის წინაშე ან გონებით, ან სიტყვით, ან კიდევ საქმით...

Uncategorized მეტი

მადლობის სიგელი

მადლობის სიგელი ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულს რაფაელ კალანდაძეს

IMG

ჩოხატაურის ყოვლადმიდა ღვთისმშობლის სახელობის სამრევლო სკოლა ულოცავს რაფაელ კალანდაძეს.

წარმატებები. გვეამაყები!

Uncategorized მეტი

ეფრემ ასური

მესამე ცოდვას, რომელიც არის ნათქვამი წმ. ეფრემ ასურის ლოცვაში, ეწოდება მთავრობის-მოყვარეობა ანუ უფროსობა. მთავრობის მოყვარეობა არის ის, როცა კაცი ეძებს უფლება მოიპოვოს საბრძანებლად ადამიანებისა. ეს ცოდვა ემართებათ ხშირად ჩინოვნიკებს, რომლებიც მთავრობაში არიან. თუ მთავრობის-მოყვარეობა ცოდვა არის, მაშინ ჩინოვნიკები ცოდვაში არიან? – რათქმა უნდა ეს ასე არ უნდა გავიგოთ...

Uncategorized მეტი

უფალი გვფარავდეს მუდამ

16681906_1093357500794113_6499446795200230415_n

მიტევების კვირაა და თითოეულმა ჩვენთანგანმა მივუტევოთ ერთმანეთს ყოველი შეცდომა,წყენა თუ გულის ტკენა,რათა მოგვეტევოს ჩვენც! უფალო შეგვინდე ყველას და ნუ მოგვაკლებ შენ მფარველობას და მზრუნველობას… უფალი გვფარავდეს მუდამ!…

Uncategorized მეტი

ცოდვა სათავეს იღებს თავმოყვარეობისა და ამპარტავნებისაგან

წმინდა მამების სწავლებით, განკითხვის ცოდვა სათავეს იღებს თავმოყვარეობისა და ამპარტავნებისაგან. ღირსი ამბროსი ოპტინელი განმარტავს, რომ ამ ცოდვების მონათესავე ვნებებია: საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა, სიამაყე, სიბრაზე, სიძულვილი, შური, მრისხანება, ბოროტის დამახსოვრება, უმოწყალობა, უსიყვარულობა, უქმი მეტყველება, უდარდელობა...

Uncategorized მეტი

ლოცვა ეფრემ ასურისა: „უფალო და მეუფეო…“

დიდ მარხვაში ყოველ დღე, დილით და საღამოს, იკითხება მოკლე ლოცვა ეფრემ ასურისა: „უფალო და მეუფეო…“ (ეს ლოცვა არ იკითხება პარასკევ საღამოს, შაბათ დილით და საღამოს, კვირა დილით) ეს ლოცვა მეტად საჭიროა და სასარგებლო ყოველი ქრისტიანისთვის. ვინც კარგად გაიგებს აზრს ამ ლოცვისას და ეცდება, რომ შეითვისოს იგი და მერე აღასრულოს თავის ცხოვრებაში, იგი მიიღებს დიდ სულიერ სარგებელს...

Uncategorized მეტი

როგორც ცეცხლი ვერ იტანს წყალს, ისევე მონანულისთვის მიუღებელია განკითხვა

ღირსი იოანე სინელი ამბობს:”როგორც ცეცხლი ვერ იტანს წყალს, ისევე მონანულისთვის მიუღებელია განკითხვა.” და ღირსი მამა გვასწავლის გზას, როგორ ავიცილოთ თავიდან მოყვასის განკითხვა:”თუკი ვინმე შენთან მოყვასს განიკითხავს, ასე უთხარი:”არ გინდა, ძმაო; მე თვითონ ყოველდღე უმძიმეს ცოდვებში ვარდები, სხვა როგორ უნდა განვიკითხო?” ასეთი სალბუნით საკუთარ თავსაც განკურნავ და განმკითხველსაც დაიცავ...

Uncategorized მეტი

შეგვაგონებს წმინდა იოანე სინელი

“მისმინეთ სხვათა საქმეთა ბოროტო მსაჯულნო!” – შეგვაგონებს წმინდა იოანე სინელი – “თუკი ჭეშმარიტია ის, რომლითა მიუწყოთ, კუალად მოგეწყოს თქუენ” (ლუკა 6,38), მაშინ იგივე ცოდვებში ვარდებით ჩვენც, რა ცოდვებიც სხვებში განვიკითხეთ! სხვაგვარად არ იქნება!”
წმინდა ეგნატე ბრიანჩანინოვი ამბობს, რომ განკითხვა მრისხანების ნაირსახეობაა და ერთ კატეგორიაში რაცხს ვნებებსა და ცოდვებს, რომლებიც არის: “სიბრაზე, სიფიცხე, ბოროტი ...

Uncategorized მეტი